ამერიკული სვავისებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკული სვავისებრნი
270px-Kondor1 groß.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Cathartidae
დაცვის სტატუსი

ამერიკული სვავისებრნი (Cathartidae), ფრინველების ოჯახი დღის მტაცებელთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 63-112 სმ. ბუმბულის შეფერილობა - მოყავისფრო-შავი. ცნობილია 5 გვარი: კონდორი (Vultur), სამეფო სვავი (Sarcoramphus), შავი სვავი (Soragyps), ინდაურისებრი სვავი (Cathartes) და კალიფორნიული სვავი (Gymnogyps). გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთში. იკვებებიან მძორით (ბუნებრივი სანიტრები არიან), ზოგჯერ თავს ესხმიან ნორჩ ჩლიქოსნებსაც. ბუდობენ კლდეებსა და ხის ფუღუროებში. დებენ 2-3 თეთრ ან ღია რუხ.მწვანე კვერცხს. კრუხობენ მორიგეობით, დედალიც და მამალიც.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 381, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე