ამერიკული თეთრი პეპელა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამერიკული თეთრი პეპელა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Hyphantria cunea | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ამერიკული თეთრი პეპელა (Hyphantria cunea), პეპელა დათუნელების ოჯახისა. აზიანებს 200-ზე მეტი სახეობის მცენარეს, უმთავრესად თუთის ხესა და ხეხილს, მუხლუხი ღრღნის, შემდეგ კი მთლიანად ჭამს ფოთოლს, ხოლო ტოტებზე აბლაბუდას აბამს. ამერიკული თეთრი პეპელა წელიწადში იძლევა ორ თაობას. გავრცელებულია ევროპაში და იმიერკარპატეთის ოლქში. საქართველოში არ გვხვდება.
ბრძოლის ღონისძიებანი: კარანტინი. მუხლუხის საწინააღმდეგოდ მცენარეზე ინსექტიციდების ან ინსექტიციდებისა და მიკრობიოლოგიური პრეპარატების ნარევის შესხურება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 1, გვ. 380, თბ., 1975
სტატიის