ამეთვისტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლდეზე ნაბადი ამეთვისტო, 12*12 სმ.
ამეთვისტოს ქვა
6 კარატიანი ამეთვისტოს ბეჭედი

ამეთვისტო (SiO2) — ნახევრად ფამჭვირვალე იისფერი კვარცის სახეობა, შეიცავს დიოქსიდსა და სიცილიუმს. მინერალი გამოიყენება საიუველირო ხელოვნებაში და მიეკუთვნება ძვირფას ქვებს.

სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან amethystos, სადაც სიტყვას methustes (ლოთი) უკავშირდება უარყოფითი ნაწილაკი a: იისფერ თასში ჩამოსხმული წყალი ფერით ჰგავს ღვინოს, მაგრამ არ ათრობს.

ამეთვისტოს ფერი სტაბილურია მხოლოდ 250 °C-მდე. უფრო მაღალ ტემპერატურაზე იგი ფერს კარგავს. 500 °C-ს ზემოთ ამეთვისტო ხდება ყვითელი, ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ისევ იცვლის ფერს. საბოლოოდ ქვა ხდება რძისებრი ფორმის რადგან მასში ჩნდება ინფრამიკროსკოპული წყალი.

საბადოები[რედაქტირება]

ამეთვისო ძალიან იშვიათი იყო ანტიკურ ხანაში. მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს ბრაზილიასა და ურუგვაიში მისი მნიშვნელოვანი საბადოები, რის შემდეგაც დაიწყო მისი ფართო მოხმარება.

სიმბოლოები[რედაქტირება]

ფრანგულ ფოლკლორში ამეთვისტოს ქორწინება ნიშნავს ქირწინების 48 წელს.

ამეთვისტო ამშვენებს ეპისკოპოსთა ბეჭდებს.

ადრე მას მიიჩნევდნენ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სამკურნალო ქვად. მასვე მიაწერდნენ შემოქმედების, მედიტაციის, წინასწარმეტყველების სტიმულირებას. იყენებდნენ ჯადოს ახსნისთვის, უძილობის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაფხვნილ მდგომარეობაში იგი აუმჯობესებდა ღვიძლის მოქმედებას და კურნავდა დამწვრობებს.