პროტისტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროტისტები

პროტისტები (ძვ. ბერძნ. πρώτιστος „ყველაზე პირველი, უპირველესი“) — პარაფილური ჯგუფი, რომელსაც მიაკუთვნებენ ყველა ეუკარიოტულ ორგანიზმს, რომლებიც არ შედიან ცხოველებში, მცენარეებსა და სოკოებში. სახელი უწოდა ერნესტ ჰეკელმა 1866 წელს, თუმცა თანამედროვე გაგებით 1969 წელს ის გამოიყენა რობერტ უიტეკერმა, „ხუთი სამეფოს სისტემის“ ავტორმა. ტრადიციულად პროტისტებს ყოფენ ქვეჯგუფებად: უმარტივესები (Protozoa), წყალმცენარეები (Algae) და სოკოსებრი ორგანიზმები. ყველა ეს ჯგუფი ფლობს პოლიფილურ ბუნებას და არ გამოიყენება ტაქსონად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]