ამბარას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამბარას ეკლესია — მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მიუსერას კონცხზე.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამბარაში შემონახულია ადრე შუა საუკუნეების ხანის ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი - ეკლესია (VII –VIII სს.), ზღუდე (შუა საუკუნეები) და საერო შენობათა ნანგრევები (X ს.). ეკლესია ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებითაა შემოსილი. მან ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია, იგი ე.წ. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. მას დასავლეთ მხარეს ორსართულიანი ნართექსი და პატრონიკეები აქვს. მთავარი ნავის გადამხურავი კამარა გვიან შუა საუკუნეებშია აღდგენილი. ამბარის სამეკლესიანი ბაზილიკა მნიშვნელოვანი ნიმუშია ამ ტიპის არქიტექტურულ ძეგლთა შორის.

ამჟამინდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია.

ამბარას ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015