ალუბლიძირა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალუბლიძირა
Clitopilus.prunulus.-.lindsey.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
ოჯახი: ფირფიტოვანნი
სახეობა: ალუბლიძირა
ლათინური სახელი
Clitopilus prunulus
დაცვის სტატუსი

ალუბლიძირა (Clitopilus prunulus), ქუდიანი სოკო ფირფიტოვანთა ოჯახისა. თეთრი ან მოყვითალო 3-10 სმ-იანი დიამეტრის ქუდი ძაბრისებრად ჩაღრმავებულია, შუაში ფართო ბორცვაკი აქვს. ქუდის ქვედა მხარე ვარდისფერი ფირფიტებით არის დაფარული. სოკო მოკლე, თეთრ ფეხზე დგას. თეთრ რბილობს ფქვილის სუნი აქვს. გავრცელებულია ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში. საქართველოშიც გვხვდება. საჭმელად იხმარება ახალმოკრეფილი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში ზაფხულ-შემოდგომით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნახუცრიშვილი ი., ქსე, ტ. 1, გვ. 337, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე