ალიზე კორნე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალიზე კორნე
Alize Cornet
Alize Cornet 2010 portrait.jpg
ქვეყანა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
საცხოვრებელი ადგილი ნიცა, საფრანგეთი
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1990
დაბადების ადგილი ნიცა, საფრანგეთი
სიმაღლე 1,73 მ
წონა 60 კგ
პროფესიონალი 2006 წლიდან
თამაში მარჯვენა ხელით, (ორივე ხელით ბექჰენდი)
ფულადი პრიზი კარიერაში $ 1 151 515
ერთეულები
რეკორდები კარიერაში: 138-95
ტიტულები კარიერაში: 4
უმაღლესი რეიტინგი: 11 (16 თებერვალი, 2009)
დიდი სლემის შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 4R (2009)
საფრანგეთის ღია პირველობა 3R (2008)
უიმბლდონი 2R (2007)
აშშ-ის ღია პირველობა 3R (2007, 2008)
წყვილები
რეკორდები კარიერაში: 16–28
ტიტულები კარიერაში: 2
უმაღლესი რეიტინგი: 103 (2 თებერვალი, 2009)

ალიზე კორნე (Alize Cornet; დ. 22 იანვარი, 1990, ნიცა, საფრანგეთი) არის ფრანგი პროფესიონალი ჩოგბურთელი და დღესდღეობით საფრანგეთის N3 ჩოგბურთელი (მარიონ ბარტოლის და არავან რეზაის შემდეგ). მისი ყველაზე მაღალი შედეგი არის მე-11 ადგილი (16 თებერვალი, 2009), დღესდღეობით კი 67-ე ადგილს იკავებს. კორნეს იუნიორებში მოგებული აქვს „როლან გაროსი“ (2007 წელი). მან მოიგო „WTA“-ს 1 ტიტული.

სპორტული კარიერა[რედაქტირება]

დასაწყისი[რედაქტირება]

მისი დებიუტი დიდი მუზარადის ტურნირებზე შედგა 2005 წელს - "როლან გაროსზე" სადაც 1-ლი რაუნდის გასვლის შემდგომ, მე-2 რაუნდში ამელი მორესმოსთან დამარცხდა. 2006 წელს მან გაიმეორა წინა წლის მიღწევა, 2007-ში კი მას 1-ლ წრეში ვენუს ვილიამში ერგო მოწინააღმდეგედ, სადაც იგი დამარცხდა, თუმცა მაგ წელსვე მან იუნიორებში მოიგო "როლან გაროსი". 2007 წელსვე კორნემ 1-ად გაიარა 1-ლივე რაუნდები დიდი მუზარადის ყველა ტურნირზე, რა თქმა უნდა როლან გაროსის გარდა. უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში იგი დამარცხდა ოლგა გოვორცოვასთან, თუმცა მთავარ ბადეში მაინც შეაღწია იმის გამო რომ ტრავმის გამო ნა ლი მოეხსნა ტურნირს. კორნემ გამოიყენა ეს შანსი და 1-ლი რაუნდი წარმატებით გაიარა, თუმცა მე-2 რაუნდში აი სუგიამასთან დამარცხდა. მაგ წელს კორნემ "ITF"-ის ტურნირი დნეპროპეტროვსკში მოიგო, სადაც ფინალში შვეიცარიელ შტეფანი ვოგელს მოუგო. მაგ წელსვე იგი ამერიკის ღია პირველობის მე-3 რაუნდშიც გავიდა, სადაც დიდი წინააღმდეგობაც გაუწია ელენა იანკოვიჩს, თუმცა მაინც დამარცხდა 3 სეტში.

2008[რედაქტირება]

საწყის სეზონში კორნემ ავსტრალიის ღია პირველობაზე მხოლოდ მე-2 რაუნდამდე მისვლა მოახერხა. გრუნტის სეზონი კორნესთვის კარგად ჩაიარა, იგი გახდა აკაპულკოს ტურნირის ფინალისტი, ამელია-აილენდის და ჩარლსტონის ტურნირების 1/2-ტი. რომის (WTA) ტურნირზე კი სულაც ფინალში გავიდა, სადაც ელენა იანკოვიჩთან დამარცხდა, თუმცა ფინალში გასვლამ მას რეიტინგში 30-ში შეიყვანა. როლან გაროსზე კორნემ მხოლოდ მე-3 რაუნდამდე შეძლო მისვლა. ბალახის საფარზე კორნემ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ერთი ისტბორნში, მე-2 კი უიმბლდონზე. ამერიკის ღია პირველობამდე მან ბუდაპეშტში თავისი 1-ლი "WTA"-ს ტურნირი მოიგო ერთეულებშიც და წყვილებშიც. შემდეგ მისი დებიუტიც შედგა ოლიმპიადაზე, სადაც მე-3 რაუნდამდე შეძლო მისვლა. ნიუ-ჰეივენის ტურნირზე მან ნახევარ-ფინალამდე შეძლო მისვლა, ამერიკის ღია პირველობაზე კი მხოლოდ მე-3 რაუნდს დასჯერდა. კიდე რეზულტატებიდან შეილება ნიცის 1/4-ფინალიც გამოვყოთ, სადაც ვერა ზვონარევასთან დამარცხდა. ამ სეზონმა კორნე რეიტინგში მე-16 ადგილზე დაამთავრებინა.

2009[რედაქტირება]

ეს სეზონი კორნესთვის ჰოფმანის თასისთ დაიწყო პერტში, სადაც მისმა ნაკრებმ მე-3 ადგილი დაიკავა ჯგუფში, კორნემ კი ფლავია პენეტას მოგებით და დინარა საფინასთან წაგებით აღინიშნა. შემდეგ მან სიდნეის ტურნირზე 1/4-ფინალში გასვალ შეძლო, სადაც ისევ საფინასთან დამარცხდა, თუმცა ამით ამათი ურთიერთშეხვედრები არ დამთავრებულა და ავსტრალიის ღია პირველობაზე ისევ ერთმანეთს შეხვდნენ მე-4 რაუნდში და ისევ გამარჯვება საფინას დარჩა. თებერვალში კორნე როგორც საფრანგეთის 1-ლი ჩოგანი თავის ნაკრებთან ერთად ფედერაციის თასზე თამაშობდა, 1/4-ფინალში ისინი იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ. პარიშზი კორნე 1/4-ფინალამდე გასვლა მოახერხა, სადაც იანკოვიჩთან დამარცხდა, ასევე დუბაის ტურნირზეც 1/4-ფინალამდე მისვლა შეძლო. დუბაიმდე კორნე თავისთვის ყველაზე მაღალ ადგილას რეიტინგში 11-ე ავიდა. ამის შემდგომ კორნეს ძალიან ჩაუვარდა სეზონი, იგი 1-2 რაუნდებსაც ძლივს თუ ცდებოდა ტურნირებზე და ბოლოს რეიტინგში 50-ე ადგილმაც ასახა მისი თამაში.

2010[რედაქტირება]

კარგი სტარტის შემდგომ ოკლენდის ტურნირზე სადაც კორნე 1/4-ფინალში გავიდა, მან ისევ გააგრძელა მისი თამაშების ცუდი სერია და რეიტინგშიც სულ დაბლა ჩადიოდა. მარტში კორნე მონტერეის ტურნირზე 1/4-ფინალში გავიდა, თუმცა ამის შემდეგ ისევ გააგრძელა წაგებების სერია და ბარსელონას ტურნირზე მთავარ ბადეში მოსახვედრად კვალიფიკაციას გადიოდა, როცა წინა წელს იგი ამ ტურნირზე 1-ლ ნომრად იყო განთესილი. ამის შემდგომ კორნე ახერხებს დიდი ხნის შემდგომ 1/2-ში გასვლას მოროკოს ტურნირზე, სადაც მარცხდება ივეტა ბენეშოვასთან. ერთეულებში წარუმატებელმა სერიამ, კორნემ წყვილებშიც გამოსვლა გადაწყვიტა, სადაც ამავე ტურნირზე ჟული კუენთან ერთად 1/2-ში გავიდა და სტრასბურგში კი ვანია კინგთან ერთად გამარჯვებული გახდა. ერთეულებში მოგებული მატჩების რაოდენობა ისე დაეცა, რო კორნემ ამერიკის ღია პირველობის შემდგომ გადაწყვიტა ევროპაში "ITF"-ის ტურნირებზე გამოსვლა. აქაც თავიდან ყველაფერი კარგად ვერ აეწყო, თუმცა სოფიის ტურნირზე 1/2-ფინალი და ფინალი სენ-მალოს ტურნირზე ცოტა თვითდაჯერება მისცა კორნეს.

სტრასბურგის ტურნირის შემდგომ კორნემ სულ რამდენიმეჯერ შეძლო 1/2-ფინალში გასვლა, რის შემდგომაც მან საუკეთესო 100-ში გაიმყარა პოზიციები.

გამარჯვება[რედაქტირება]

ერთეულთა თანრიგში (4)[რედაქტირება]

# თარიღი ტურნირი კორტის საფარი მოწინააღმდეგე ფინალში ანგარიში
1. 23 აპრილი, 2006 ბარი, იტალია თიხნარი იტალიის დროშა ტატიანა გარბინი 6-2, 3-6, 6-2
2. 2 ივლისი, 2006 პადოვა, იტალია თიხნარი არგენტინის დროშა მარია გარსია 6–1, 6–4
3. 22 ივლისი, 2007 დნიპროპეტროვსკი, უკრაინა თიხნარი შვეიცარიის დროშა შტეფანი ვოგელი 6–4, 6–3
4. 13 ივლისი, 2008 ბუდაპეშტი, უნგრეთი თიხნარი სლოვენიის დროშა ანდრეა კლეპაჩი 7–6(5), 6–3

წყვილთა თანრიგში (2)[რედაქტირება]

# თარიღი ტურნირი კორტის საფარი მეწყვილე მოწინააღმდეგეები ფინალში ანგარიში
1. 12 ივლისი, 2008 ბუდაპეშტი, უნგრეთი თიხნარი სლოვაკეთის დროშა ჟანეტ ჰუსაროვა რუმინეთის დროშა იოანა ოლარუ
გერმანიის დროშა ვანესა ჰენკე
7–6(5), 1–6, [10-6]
2. 22 მაისი, 2010 სტრასბურგი, საფრანგეთი თიხნარი აშშ-ის დროშა ვანია კინგი რუსეთის დროშა ალა კუდრიავცევა
ავსტრალიის დროშა ანასტასია როდიონოვა
3–6, 6–4, [10–7]

ეკიპირება[რედაქტირება]

ტანსაცმელი—ლაკოსტი, ფეხსაცმელი — ასიკსი, ჩოგანი — Head.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: