ალექსი ჭიჭინაძე (პედაგოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭიჭინაძე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსი ჭიჭინაძე.

ალექსი ჭიჭინაძე (დ. 17 მარტი, 1851, ჭოლევი ― გ. 28 იანვარი, 1917, ტფილისი) — ქართველი პედაგოგი, მთარგმნელი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1875 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი ქართული სკოლა ქუთაისში, რომელმაც უმოკლეს დროში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა საზოგადოებაში. 1880 წელს ქუთაისში დაარსდა სათავადაზნაურო სასწავლებელი, იგი ამ სასწავლებლის ინსპექტორად მიიწვიეს, მან თავისი კერძო სასწავლებელი დახურა და მოსწავლეებიანად ახალ სასწავლებელში გადავიდა. 1886 წელს გადაყვანილ იქნა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ინსპექტორად, სადაც 1894 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1894-1900 წლებში მუშაობდა თერგის ოლქის სახალხო სკოლების ინსპექტორად. 1900 წელს ერევნის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორად დაინიშნა, ამ თანამდებობაზე მან 1905 წლამდე იმუშავა. 1905-1914 წლებში იგი ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორად მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით სემინარია საუკეთსო პედაგოგიურ სასწავლებლად გადაიქცა. 1900-იან წლებში მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა ქუთაისის ქართული სცენა, რისთვისაც ი. მიქელაძესთან ერთად თარგმნა ნ. გოგოლის „რევიზორი“, ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“ და სხვა. 1914 წელს იგი გადაყვანილ იქნა თბილისში და დაინიშნა ქართული გიმნაზიის დირექტორად. იგი ენერგიულად იბრძოდა სწავლა-აღზრდის სისტემის საფუძვლიანი გაუმჯობესებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]