ალექსანდრე კაველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე კაველაძე
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1950
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
მუშაობის ადგილი სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

ალექსანდრე კაველაძე (დ. 18 აგვისტო, 1950, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ალერგოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკას და პათოგენეზის მკურნალობას. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია — „კვებითი ალერგია“ (1977).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 134

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]