ალბერ ოგიუსტ ლაპარანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერ ოგიუსტ ლაპარანი

ალბერ ოგიუსტ ლაპარანი (დ. 30 დეკემბერი, 1839, ბურჟი, შერის დეპარტამენტი, — გ. 5 მაისი, 1908, პარიზი) — ფრანგი გეოლოგი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1897). დაამთავრა პარიზის უმაღლესი სამთო სკოლა (1864). ლაპარანის მრავალრიცხოვანი შრომები მიეძღვნა გეოლოგიის სხვადასხვა საკითხს. მრავალჯერ გამოიცა ლაპარანის სახელმძღვანელოები გეოლოგიის, მინერალოგიისა და საწვავი წიაღისეულის გეოლოგიურ დარგებში. მან მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის დეტალური გეოლოგიური რუკის შედგენაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]