ალასკური მალამუტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალასკური მალამუტი
წარმოშობის ქვეყანა აშშ
თვისებები
წონა მამრი 35-39 კგ.
მდედრი 30-35 კგ.
სიმაღლე მამრი 59-64 სმ.
მდედრი 54-59 სმ.
ბეწვი ნაცრისფერი
,შავი,
წითელი,
თეთრი.
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ალასკური მალამუტი (ინგლ. Alaskan Malamute) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი აშშ-ში უძველეს ხანაში.

ამ ჯიშს სახელი დაერქვა მალამუტების ესკიმოსური ტომის პატივსაცემად, რომელიც დასავლეთ ალასკის არქტიკულ სანაპიროზე ბინადრობდა. ამერიკაში ევროპელების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე მალამუტებს მარხილში შესაბმელად იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ალასკური მალამუტი მგელს გავს, ის ძალიან მეგობრული ძაღლია.

მას გასაოცარი გამძლეობა აქვს. კანადასა და აშშ-ში პოპულარულ მალამუტს უყვარს ფიზიკური დატვირთვა და მარხილებით შეჯიბრებებში ბრწყინავს. მალამუტს აქვს ნუშისებრი, მეგობრული თვალები, ხშირი სუნთქვა ეხმარება ზედმეტი სითბოს მოცილებაში, ხშირი ბეწვის გამო ვერ იტანს სიცხეს, დაკუნთული, ძლიერი ფეხები იდეალურია მარხილის გასაწევად და ტვირთის გადასაზიდად, ფუმფულა კუდი ზურგისკენაა გადახვეული, როგორც ეს ტიპიურ შპიცს ახასიათებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: