აკადემოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკადემოსი (ბერძნ. Ἀκάδημος) — ატიკელი გმირი, რომელმაც დიოსკურებს თეზევსისაგან მოტაცებული ელენეს ადგილსამყოფელი ასწავლა.

ისტორიულ პერიოდში ქალაქის კედლის გარეთ, ათენელები აჩვენებდნენ აკადემოსის საფლავს. საფლავის გარს ერტყა ეგრეთწოდებული აკადემიის წმინდა ჭალა, რომლის სახელწოდება გმირის სახელთანაა დაკავშირებული. ძვ. წ. IV საუკუნეში ამ ჭალაში ფილოსოფოსი პლატონი ლექციებს უკითხავდა თავის მსმენელებს. პლატონის ამ სკოლას აკადემია ეწოდა. აქედან მომდინარეობს აკედემიის სახელიც.