ათასწლეულის ხიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი ხიდზე ტეიტ მოდერნის რესტორნიდან.

ლონდონის ათასწლეულის ხიდი (ინგლ. Millennium Bridge) — რკინის დაკიდული საცალფეხო ხიდი მდინარე თემზაზე ლონდონში, ინგლისი, საუზუარკისა და ბლაფრაირსის ხიდებს შორის და ლონდონის ბენკსაიდს სიტისთან აერთებს. ეს იყო პირველი ახალი ხიდი თემზაზე ლონდონში 1894 წელს ტაუერის ხიდის აგების შემდეგ.

ხიდის სამხრეთი ბოლო ახლოა გლოუბ თეატრთან, ბენკსაიდ გალერეასა და ტეიტ მოდერნთან; ჩრდილოეთი ბოლო კი სიტი ოვ ლონდონ სქულთან არის წმინდა პავლეს ტაძრის ქვეშ. ხიდი იმგვარად არის განლაგებული, რომ მდინარის მოპირდაპირე მხრიდან წმ. პავლეს ტაძრის სამხრეთის ფასადი იხსნება და მისი ყველაზე ფოტოგენური ხედია მთელს ქალაქში.