აზიური ჟაბირუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზიური ჟაბირუ

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ყარყატისნაირნი
ოჯახი:  ყარყატისებრნი
გვარი:  ნისკარტუნაგირა ჟაბირუები
სახეობა:  აზიური ჟაბირუ
ლათინური სახელი
Ephippiorhynchus asiaticus Latham, 1790
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22697702
არეალი

აზიური ჟაბირუ[1] (ლათ. Ephippiorhynchus asiaticus) — ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა. ერთ-ერთია ორწევრიანი ნისკარტუნაგირა ჟაბირუების გვარიდან (Ephippiorhynchus).

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიური ჟარიბუს სხეულის სიგრძეა 130-150 სმ, ფრთის შლილი — 230 სმ-მდე. მისი თავი, კისერი და საფრენი ბუმბული შავი ფერისა, დანარჩენი ბუმბული — თეთრი. ნისკარტი ასევე შავია, გრძელი ფეხები კი ღია წითელი. ფრინველის სქესის მიხედვით განსხვავდება თვალი ფერი: დედლებს თვალი ყვითელი აქვთ, მამლებს — ყავისფერი. ბარტყები ტანზე შეფერილნი არიან ღია ყავისფერი ბუმბულით, ფეხებზე — მუქი ყავისფერით. ფრენის დროს ჟარიბუ თავის გრძელ კისერს წინ ჭიმავს.

აზიური ჟარიბუ მოიცავს ორ ქვესახეობას:

  • Ephippiorhynchus asiaticus asiaticus
  • Ephippiorhynchus asiaticus australis

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიური ჟარიბუ ერთადერთი ყარყატისნაირია, რომელიც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ბინადრობს სამხრეთ ინდოეთიდან ვიეტნამამდე. მისი გავრცელების უკიდურესი სამხრეთი საზღვარი — სამხრეთი ავსტრალია.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიური ჟაბირუები ბუდეს აკეთებენ და კვერცხს სდებენ ჭაობებში და წყალსატევების ნაპირებზე აზიისა და ავსტრალიის ტროპიკულ ზონაში. ამ პერიოდში ისინი მცირე კოლონიებად ცხოვრობენ. ბუდის დიამეტრი 2 -მდე აღწევს. დედალი მასში დებს 3-5 კვერცხს. ორივე მშობელი რიგრიგობით კრუხობს და კვებავს ბარტყებს.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ფრინველები იკვებებიან თევზით, ბაყაყებით, დიდი მწერებით, იშვიათად — პატარა მღრღნელებითა და ფრინველებით და ხვლიკებით.

ხასიათი და ჩვეულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიურ ჟარიბუებს ახასიათებთ ცეკვის მსგავსი წარმოდგენები. მათი წყვილი დგება ერთმანეთის პირისპირ, შლიან ფრთებს და აფართხალებენ მის წვერებს სწრაფად, შემდეგ სულ უფრო წინ სწევენ თავებს, სანამ ერთმანეთს არ შეახებენ. ამის შემდგომ უკაკუნებენ ნისკარტებს და მიდიან. წარმოდგენა ვრცელდება დაახლოებით ერთი წუთი და იგი შეიძლება რამდენიმეჯერ განმეორდეს.

სტატუსი და კონსერვაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიური ჟარიბუ ფართოდაა განსახლებული და არ გამოირჩევა სიმჭიდროვით, რაც პოპულაციებს სრულფასოვან შეაფასებს აძნელებს. შრი-ლანკის საერთო პოპულაცია 50 ფრინველს ითვლის, იგი ასევე გაიშვიათდა ტაილანდში, მიანმარში, ლაოსსა და კამბოჯაში. სუნდალანდის რეგიონში აღნიშნული სახეობა სავარაუდოდ გადაშენდა. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თავმოყრილი მოსახლეობა დაახლოებით 1000 ფრინველზე ნაკლებია. 2011 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ პოპულაცია უტარ-პრადეშის შტატში სტაბილირდება, თუმცა შესაძლოა ფრინველთა რაოდენობის ზრდა შეაყოვნოს მშრალი წლების რაოდენობის მომატებამ ან მიწის გამოყენების შეცვლამ, რაც ამცირებს გამრავლებისუნარიან წყვილებს.[2]

ავსტრალიის მოსახლეობა ოპტიმისტურად შეფასებულია დაახლოებით 20,000 ფრინველს, ხოლო უფრო კონსერვატიული შეფასებით დაახლოებით 10,000 ფრინველს მოიცავს. ეს სახეობა ითვლება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფად (პირველ რიგში წყლის ჰაბიტატის დაბინძურების, მისი ამოშრობის, ელექტრო სადენებთან შეჯახების, გადაჭარბებული რაოდენობის თევზის ჭერის, ნადირობის და ბუდობის ადგილებში ადამიანთა შეჭრის გამო).[3][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 27. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  2. Sundar, K.S.G. (2011). "Agricultural intensification, rainfall patterns, and large waterbird breeding success in the extensively cultivated landscape of Uttar Pradesh, India". Biological Conservation. 144 (12): 3055–3063. doi:10.1016/j.biocon.2011.09.012.
  3. Sundar, K.S.G. (2005). "An instance of mortality and notes on behaviour of Black-necked Storks Ephippiorhynchus asiaticus". J. Bombay Nat. Hist. Soc. 102 (1): 99–101.
  4. Clancy, G.P. (2010). "Causes of mortality in the Black-necked Stork Ephippiorhynchus asiaticus australis in New South Wales". Australian Field Ornithology. 27: 65–75. Archived from the original on 1 March 2011.