აზერბაიჯანის პრესის საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის პრესის საბჭო
აზერ. Azərbaycan Mətbuat Şurası
უწყების შესახებ
შეიქმნა 2003
უწყების ხელმძღვანელი რაშად მაჯიდ, თავმჯდომარე
უწყების ტიპი ორგანიზაცია
საიტი
presscouncil.az

აზერბაიჯანის პრესის საბჭო (აზერ. Azərbaycan Mətbuat Şurası) — საზოგადოებრივი ორგანიზაცია აზერბაიჯანში მედიის საქმიანობის რეგულირების სფეროში[1].

შეიქმნა 2003 წლის 15 მარტს ქვეყანაში ჟურნალისტთა პირველ ყრილობაზე. ყრილობაზე დირექტორთა საბჭოში 170 მედია და ჟურნალისტური ორგანიზაციის 400-მდე წარმომადგენელი აირჩიეს.

იმავე წლის 24 აპრილს საბჭო დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში[2].

2005 წლიდან აზერბაიჯანის პრესის საბჭო არის მსოფლიო პრესის საბჭოს ასოციაციის და ევროკავშირის პრესის საბჭოს ალიანსის წევრი.

საბჭოს თავმჯდომარე წარმოდგენილია მსოფლიო პრესის საბჭოს ასოციაციის საბჭოში.

ორგანოზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა მედია ორგანიზაციებთან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და თურქეთში. გარდა ამისა, თანამშრომლობა ხორციელდება ავსტრიის, დიდი ბრიტანეთისა და ინდოეთის პრესის საბჭოებთან[1].

მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრესის საბჭოს მიზანია ჟურნალისტების მიერ კანონის მოთხოვნებისა და მათი პროფესიული საქმიანობის პრინციპების დაცვაზე საჯარო კონტროლის განხორციელება, ხელისუფლების ორგანოებსა და პრესას შორის ურთიერთობების გაძლიერება, სიტყვის, აზრისა და ინფორმაციის თავისუფლების შესაძლებლობების შექმნა. საბჭო იღებს ზომებს მედიის საქმიანობის სფეროში არსებული კონფლიქტების წინასწარი მოგვარებისთვის, რედაქციის ქცევის შესახებ საჩივრების მიღების, ამ კუთხით შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით[3].

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოს უმაღლესი ორგანოა კონგრესი.

საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება ერთობლივად დირექტორთა საბჭოს სხდომებზე.

დირექტორთა საბჭო შედგება 23 ძირითადი და 6 სარეზერვო წევრისაგან. ძირითადი წევრებიდან 11 წარმოადგენს ჟურნალისტებს, 7 წარმოადგენს საზოგადოებას, 5 წარმოადგენს ინტერნეტ რესურსებს.

დირექტორთა საბჭოს სხდომები იმართება ყოველთვიურად, ხოლო საჩივრების კომიტეტის სხდომები თვეში ორჯერ. სხვა კომისიები პერიოდულად იკრიბებიან.

პრესის საბჭოში ფუნქციონირეს რვა კომისია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]