ავჭალისკარის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავჭალისკარის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ზაჰესის დასახლებაში, მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ბულაჩაურის წყალსადენის მახლობლად.

1983-1984 წლებში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის მუდიმივმოქმედმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ანდრია აფაქიძე) ზემო ავჭალაში შეისწავლა 71 სამარხი, რომელთაგან 5 ქვის ფილებით გადახარული ორმოსამარხებია, 66 — ქვის ფილებით ნაგები სამარხი. სამარხებში მიცვალებულთა რაოდენოა სხვადასხვაა — ერთიდან ექვსადე. მიცვალებულები დაეკრძალათ ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით, მცირეოდენი გადახრებით. ნივთები დადასტურდა 41 სამარხში. გამოიყო სამარხთა ორი ქრონოლოგიური ჯგუფი: 1. IV-V საუკუნეების სამარხები, სადაც აღმოჩნდა: ოქროსა და ვერცხლის გემიანი ბეჭდები, ქვის საბეჭდავები, მძივები, ოქროსა და ვერცხლის საყურეები, სასაფეთქლე რგოლები; მძივებით შემკული ბრინჯაოსა და რკინის საკინძეები; მშვილდსაკინძეები; ბრინჯაოსა და ვერცხლის საყურეები, მძივები, აბზინდები, სამაჯურები; მინის სანელსაცხლებლები, რკინის დანები, შუბისწვერები და სხვ. №67, 69 ქვის სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რაც უკვე იშვიათობაა V-VI საუკუნეების სამარხეული ინვენტარისთვის. უხვი ინვენტარით გამოირჩევა №2 ქვის სამარხი, რომელშიც გამოვლინდა: მოყვითალო მინის 5 სანელსაცხებლე, ბრინჯაოს საკინძი, ფიბულა, ოქროს საყურეები, ოქროს ბეჭედი, რომლის გემა შემკულია სატირის გამოსახულებით, ნახევარსფროსებრი საბეჭდავი არწივის გამოსახულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ტ. I, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2014, გვ. 230.