ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sozialdemokratische Partei Österreichs
ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
Sozialdemokratische Partei Österreichs ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ანდრეას ბაბლერი
ისტორია
დაფუძნდა 30 დეკემბერი, 1888
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპელი სოციალისტების პარტია
საერთაშორისო აკრედიტაცია პროგრესული ალიანსი
წარმომადგენლობითობა
ეროვნული საბჭო
40 / 183
ფედერალური საბჭო
18 / 62
ევროპის პარლამენტი
5 / 19
ფერები     
შტაბ-ბინა Löwelstraße 18 A-1040, ვენა
spoe.at

ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (გერმ. Sozialdemokratische Partei Österreichs, SPÖ) — სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტია ავსტრიაში, რომელიც 1888 წელს დაარსდა.

თავდაპირველად ეწოდებოდა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. პარტიის პირველ სხდომაზე მიიღეს ძირითადი პრინციპების დეკლარაცია. 1889 წლის 12 ივლისს გამოვიდა პარტიის ოფიციალური საინფორმაციო ორგანო „Arbeiter-Zeitung“. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში პარტია ავსტრომარქსიზმის პრინციპებზე გადავიდა. 1930-იანი წლების დასაწყისში პარტიას დევნიდნენ, ხოლო ავსტრიის ანშლუსის შემდეგ საერთოდ აკრძალეს.

ქვეყნის ნაცისტებისაგან გათავისუფლების შემდეგ პარტია აღდგა და ეწოდა ავსტრიის სოციალისტური პარტია. 1991 წელს პარტიას ეწოდა თანამედროვე სახელწოდება. 1970-2000 წლებში და 2007 წლიდან პარტია მთავრობაშია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]