აეროლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აეროლოგია (ბერძნ. aēr – ჰაერი და logos – მოძღვრება) — ატმოსფეროს ფიზიკის დარგი, იკვლევს თავისუფალ ატმოსფეროში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს, ატმოსფეროს შედგენილობას, ღრუბლებისა და ნალექების წარმოშობას, სხივურ სითბოგაცვლას და სხვა. აეროლოგიური კვლევის საფუძველზე მიღებულია მრავალი მონაცემი ღრუბელთა მიკროსტრუქტურის, კონდენსაციის პროცესების, 0°-ზე C უფრო დაბალტემპერატურიან ღრუბლებში ყინულის ნაწილაკების ზომისა და ფორმის შესახებ და სხვ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიდ სიმაღლეებამდე ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაციის კვლევას.

ლიტერატურა[რედაქტირება]