ადად-ნირარი III

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადად-ნირარი III ასურეთის მეფე ძვ. წ. 811 - ძვ. წ. 782 წლებში. შამში-ადად V-სა და შამურაპატის ვაჟი.

ბავშვობის 5 წელი ადად-ნირარიმ დედის, შამურაპატის (სემირამიდა) მეთვალყურეობაში გაატარა. შამურაპატი ბრძენი და შორს მჭვრეტელი ქალი იყო, მან ასირიის მონარქიას ახალი ბრწყინვალება შესძინა. ადად-ნირარის დამოუკიდებელი მეფობაც წარმატებული იყო. დასავლეთით მან დაასრულა სირიის დაპყრობა, ფაქტიურად აიღებელი დამასკი აიღეს ასურელებმა და გაძარცვეს. ადად-ნირარი აღიარეს ფინიკიამ, ტირმა, სიდონმა, ისრაელმა, ფილისტიმელებმა და ხარკი გადაუხადეს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე