აგუტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგუტი (Dasyprocta), მღრღნელების გვარი აგუტისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 20-მდე სახეობას. სხეულის სიგრძე 50 სმ აღწევს, სიმაღლე 20 სმ. ზურგი ამობურცული აქვს, რის გამოც "კუზიან კურდღელს" უწოდებენ. უკანა კიდურები წინაზე გრძელია. სხეულის შეფერილობა მერყეობს ოქროსფერიდან (ამ ფერის აგუტი ცნობილია "ოქროსფერი კურდღლის" სახელითაც) ასპიდისფრამდე. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მცირე ანტილის კუნძულებზე 2 ათას მ სიმაღლემდე. ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში მდინარეების ახლოს. ზიანს აყენებს შაქრის ლერქმის პლანტაციებს.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • კოხია ს., ქსე, ტ. 1, გვ. 77, თბ., 1975
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აგუტი&oldid=2424170-დან“