აგორანომოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგორანომოსი (ძვ. ბერძნ. ἀγορανόμοι — „ბაზრის კანონმდებელი“) — საგანგებო მოხელე ძველ საბერძნეთში. ევალებოდა სავაჭროებში წესრიგის დაცვა, საწონ-საზომის შემოწმება, ბაჟის აკრეფა, სავაჭრო ხომალდების კონტროლი. ირჩევდნენ წილისყრით. ატიკაში 10 აგორანომოსი იყო: 5 ათენისა და 5 პირეოსისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]