აბუ-დაბის გრან-პრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Flag of the United Arab Emirates.svg აბუ-დაბის გრან-პრი
იას მარინა
Circuit Yas-Island.svg
რბოლის ინფორმაცია
წრე 55
ტრასის სიგრძე 5.554 კმ
სარბოლო სიგრძე 305.470 კმ
რბოლების რაოდენობა 1
პირველი რბოლა 2009
ყველაზე მეტი გამარჯვება (მრბოლელები) გერმანიის დროშა სებასტიან ფეტელი (1)
ყველაზე მეტი გამარჯვება (კონსტრუქტორები) ავსტრიის დროშა Red Bull (1)
ბოლო რბოლა (2009):
პოულ პოზიცია გაერთიანებული სამეფოს დროშა ლუის ჰამილტონი
McLaren-Mercedes
1:40.948
კვარცხლბეკი 1. გერმანიის დროშა სებასტიან ფეტელი
Red Bull-Renault
1:34:03.414
2. ავსტრალიის დროშა მარკ უებერი
Red Bull-Renault
+ 17.857
3. გაერთიანებული სამეფოს დროშა ჯენსონ ბატონი
Brawn GP-Mercedes
+ 18.467
უსწრაფესი წრე გერმანიის დროშა სებასტიან ფეტელი
Red Bull-Renault
1:40.279

აბუ-დაბის გრან-პრი არის ფორმულა ერთის გრან-პრი, რომელიც 2009 წლიდან იმართება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი წარდგენა მოხდა 2007 წელს აბუ-დაბიში გამართულ ფორმულა ერთის ფესტივალზე. პირველი რბოლა გაიმართა 2009 წლის 1 ნოემბერს კუნძულ იასზე.[1]

2008 წლის 25 ივნისს ფია-მ წარადგინა 2009 წლის ფორმულის კალენდარი, სადაც ჩართული იყო აბუ-დაბის გრან-პრიც, როგორც მე-19 ფინალური გრან-პრი. მაგრამ 2008 წლის 5 ნოემბერს გამოცხადდა, რომ რბოლა გაიმართებოდა წინასწარ გამოცხადებულ თარიღზე ორი კვირით ადრე 1 ნოემბერს და ის რიგით მე-17 ფინალური გრან-პრი იქნებოდა.[2]

ეს ტრასა არის ფორმულა ერთის პირველი სადღეღამისო ტრასა, რომელზეც რბოლები იწყება ადგილობრივი დროით 17:00 სთ-ზე. ტრასაზე განათება ირთვება ჯერ კიდევ დღის სინათლეზე რათა შეუმჩნევლად მოხდეს დღის შუქიდან ღამის შუქზე გადასვლა.[3]

ტრასა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იას მარინა.

იას მარინას ტრასა მდებარეობს აბუ-დაბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 25.5 კმ² ფართობის მქონე კუნძულ იასზე. 2009 წელს აქ გაიმართა აბუ-დაბის გრან-პრი 2009, რომელიც პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო.[4]

სპონსორები[რედაქტირება]

Etihad Airways არის 2009 წლის აბუ-დაბის გრან-პრის მოქმედი სპონსორი.

აბუ-დაბის გრან-პრის გამარჯვებულები[რედაქტირება]

წელი მრბოლელი კონსტრუქტორი მდებარეობა ბმული
2009 გერმანიის დროშა სებასტიან ფეტელი Red Bull-Renault იას მარინა ბმული
2010 გერმანიის დროშა სებასტიან ფეტელი Red Bull-Renault იას მარინა ბმული

სქოლიო[რედაქტირება]

  1. იას მარინას ტრასის მშენებლობის პროცესი“, gulfnews.com, 2009-10-29. წაკითხვის თარიღი: 2009-10-30. 
  2. მსოფლიო მოტო-სპორტის საბჭო - გადაწყვეტილება“, fia.com, 2009-10-29. წაკითხვის თარიღი: 2009-10-30. 
  3. აბუ-დაბიში რბოლა 5 საათზე იწყება“, autosport.com, 2009-10-29. წაკითხვის თარიღი: 2009-10-30. 
  4. აბუ-დაბის გრან-პრი. იას მარინა. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო 2009.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: