აბრამ განიბალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბრამ განიბალი

აბრამ (იბრაგიმ) პეტრეს ძე განიბალი (დ. დაახლოებით 1697, ლაგონი, ჩრდილოეთ ეთიოპია — გ. 14 მაისი, 1781, სუიდა, რუსეთი), რუსი სამხედრო ინჟინერი, გენერალ-ანშეფი (1759). ა. პუშკინის პაპის (დედის მხრიდან) მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

წარმოშობით ეთიოპი თავადის ვაჟი. 7 წლისა თურქებმა მძევლად წაიყვანეს. 1706 რუსეთის ელჩმა კონსტანტინოპოლში ს. რაგუზსკიმ პეტრე I-ს აჩუქა. 1707 წელს მონათლეს და ნათლიის პეტრე I-ის პატივსაცემად პეტრე დაარქვეს, მაგრამ 1737-მდე საბუთებში აბრამ პეტრეს ძედ იხსენიება. შემდგომში მიიღო გვარი - განიბალი. 1706-1717 წლებში განიბალი პეტრე I-ის კამერდინერი და მდივანი იყო. 1717-1723 წლებში სამხედრო საინჟინრო საქმეს სწავლობდა საფრანგეთში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა საინჟინრო სამუშაოებს. 1726 დაწერა წიგნი სამხედრო საინჟინრო ხელოვნებაზე. 1727-1731 გადასახლებული იყო ციმბირში. ელისაბედის დროს აღიდგინა დაკარგული უფლებები და დაწინაურდა. 1737 მეორე ცოლთან შეეძინა ვაჟი - ოსიპო (ა. პუშკინის პაპა). ა. პუშკინმა თავისი დიდი პაპის სახე დახატა მოთხრობაში "პეტრე დიდის ზანგი".

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 682, თბ., 1977