აბრაამ გოტლობ ვერნერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბრაამ გოტლობ ვერნერი
Abraham Gottlob Werner.jpg
დაბადების თარიღი:

25 სექტემბერი 1750

დაბადების ადგილი:

ვერაუ

გარდაცვალების თარიღი:

30 ივნისი 1817

გარდაცვალების ადგილი:

დრეზდენი

სამეცნიერო სფერო:

გეოლოგია, მინერალოგია

აბრაამ გოტლობ ვერნერი (გერმ. Abraham Gottlob Werner; დ. 25 სექტემბერი 1750, ვერაუ, ჰერლიცთან ახლოს — გ. 30 ივნისი 1817, დრეზდენი) — გერმანელი გეოლოგი და მინერალოგი. მის სახელთანაა დაკავშირებული მსხვილი გეოლოგიური სკოლის შექმნა.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1771 წლიდან ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. 1775 წლიდან ასწავლიდა ფრეიბერგის სამთო აკადემიაში. გარეგანი იერისა და ქიმიური შემადგებლობის ნიშნით, ვერნერმა განავითარა ქანებისა და მინერალების კლასიფიკაცია. მის მიერ შექმნილი მინერალოგიის ე. წ. „ისტორიულსაბუნებისმეტყველო“ სკოლა, მოწინავე იყო მთელს დასავლეთ ევროპაში და ხასიათდებოდა მრავალრიცხოვანი დეტალური გამოკვლევებითა და მინერალების მორფოლოგიის ფართო დახასიათებით. საბოლოოდ, აღნიშნულმა კვლევებმა და მათმა მიმართულებამ, საფუძველი მოუმზადა ვერნერის მიერ შექმნილ მინერალების კლასიფიკაციას.

[რედაქტირება] სამეცნიერო მიღწევები

რადგან წარსულში დედამიწის ქერქში შემჩნეული იყო სხვადასხვა ასაკის ფორმაციები. ა. გ. ვერნერმა მათ ასაკის მიხედვით უწოდა: პირველეული, მეორეული, მესამეული, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა წარმოშობისას — მეოთხეული ფენები, რომლებიც მიახლოებით შეესაბამებიან ახლანდელი გაგებით პალეოზოურისწინა, პალეოზოურ, მეზო-კაინოზოურსა და მეოთხეულ ქანებს. თითოეულ ფორმაციას დამახასიათებელი პეტროგრაფიული იერი აქვს. აქედან გამომდიანრე, იგი მიიჩნევდა, რომ პეტროგრაფია ფორმაციის შეფარდებითი ასაკის მაჩვენებელია და შეგვიძლია გამოვიყენოთ შორეული კორელაციებისათვისაც. ეს მეთოდი ისტორიული გეოლოგიის პირველი მეტად პრიმიტიული საფუძველი იყო.

ვერნერი აგრეთვე თვლიდა, რომ ყველა ქანი, გრანიტისა და ბაზალტის ჩათვლით, ზღვაშია დალექილი, ხოლო ვულკანური მოვლენები ქვანახშირის მიწისქვეშა წვის შედეგია. ამის გამო ვერნერსა და მის მიმდევრებს „ნეპტუნისტები“ ეწოდათ.

ვერნერი ფართოდ იყენებდა XVIII საუკუნეში წარმოშობილ ტერმინს „გეოგნოზიას“ (1780).

ვერნერის ერთ-ერთმა მოწაფემ ფრიდრიხ მოოსმა (1773-1839 წწ.), შემოგვთავაზა მინერალების სიმყარის ათბალიანი შკალა (მოოსის შკალა).

[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები

აღსანიშნავია, რომ გამოჩენილი გეოლოგი აკადემიკოსი სევერგინი, აკრიტიკებდა ვერნერის მიერ შექმნილ მინერალების ცალმხრივ კლასიფიკაციას. ეს უკანასკნელი ცდილობდა უპირველეს ყოვლისა, ქიმიური პრინციპების შემოღებას.

აბრაამ გოტლობ ვერნერის ცნობილი მოწაფეები იყვნენ: ალექსანდერ ჰუმბოლდტი და ლეოპოლდ ბუხი.

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Шафрановский И. И., А. Г. Вернер. Знаменитый минералог и геолог, Л., 1968.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე