ლუო - კენიელი და ტანზანიელი ხალხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუო
საერთო მოსახლეობა
დაახ. 7 მილიონი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დასავლეთ კენია, ჩრდილოეთ და სამხრეთ უგანდა, ჩრდილოეთ ტანზანია
ენები Dholuo, Swahili და ინგლისური
რელიგიები ქრისტიანობა, ისლამი, აფრიკული ტრადიციული რელიგიები

ლუო (იგივე Joluo, Jonagi/ Onagi) ეთნიკური ჯგუფია, რომელიც დასავლეთ კენიაში, ჩრდილოეთ უგანდაში და ჩრდილოეთ ტანზანიაში მდებარეობს. ლუო მოიცავს 1000კმ4 ფართობის ტერიორიას . ყველაზე დიდი არეალი უჭურავს კენიის ნიანზის პროვინციასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში. ლუოს არეალი სამი კლიმატური და მცენარეული ზონით გამორიჩევა. პირველია არიდული ზონა (1000-დან 1200 მეტრამდე), მეორე- საშუალო სავანას ზონა (1400 მეტრამდე), მესამე ზონა არის მთისწინა ზონა (1500 მეტრამდე). ტანზანის საერთო პოპულაციის დიდ ნაწილს ლუოს ეთნიკური ჯგუფი შეადგენს. კენიისა და ტანზანიის ლუოს ჯგუფებს შორის მრავალი მსგავსება არსებობს. ორივე კლასიფიცირებულია როგორც Nilotic Kavirondo, Nilo-Saharan და აღმოსავლეთ სუდანურ ჯგუფებად. ტანზანიის ლუოს პოპულაცია შეადგენდა 280 000-ს,2001 წლის საყოველთაო აღწერაზე დაყრდნობით. ლუოს ეთნიკური ჯგუფი ტანზანიაში კენიიდან გადავიდა. ლუოს ხალხის უმავლესობა ჩრდილო ტანზანიის ტერიტორიაზე Mara Region-ში ცხოვრობს.  ტანზანიის ლუოს ჯგუფი ცნობილია Luo Keverindo-ს სახელით, თუმცა იგივე სახელი ლუოს ზოგიეთ კენიურ ჯგუფსაც მიეკუთვნება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანზანიის ლუოს პოპულაცია შეადგენდა 280 000-ს,2001 წლის საყოველთაო აღწერაზე დაყრდნობით. ლუოს ეთნიკური ჯგუფი ტანზანიაში კენიიდან გადავიდა. ლუოს ხალხის უმავლესობა ჩრდილო ტანზანიის ტერიტორიაზე Mara Region-ში ცხოვრობს. ტანზანიის ლუოს ჯგუფი ცნობილია Luo Keverindo-ს სახელით, თუმცა იგივე სახელი ლუოს ზოგიეთ კენიურ ჯგუფსაც მიეკუთვნება.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოლუო (Dholuo) ლუოს ენაა, რომელიც სკოლებში ისწავლება. დოლუო მიუეკუთვნება ენების ნილოტურ ჯგუფის, დასავლურ ნილოტურ განშტოებას, ჩარი-ნილეს ოჯახს. დოლუოსთან ყველაზე მეტად დაახლოებული ენა არის Padhola და Alur of Uganda. ლუოში არის მრავალგვარი შიდარეგიონალური ვარიაციები გამოთქმასა და ლექსიკაში. Siaya-ს რეგიონი  განსაკუთრებით გამოირჩევა ლოუს სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოსული მოსახლეობით და მისი მრავალფეროვნებით. კენიაში ლუოს ტომის ენა გავრცელებულია და სხვა ხალხებში იგი გამოიყენება როგორც მეორე ენა.[1]

მიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზეპირსიტყვიარებაზე დაფუძნებული ისტორიით, ცნობილია, რომ მრავალი მიგრაციის შემდეგ, თანამედროვე ლუოს კულტურა კენიაში დამკვიდრდა. მიგრაცია დაიწყო მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს და გაგრძელდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე. ნიანზა დაკავებული იყო bantu-ზე მოლაპარაკე საზოგადოებით, რომლებიც ლუოს გავლენით სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდა. ლუოს ახალმოსახლეები თავდაპირველად აღმოსავლეთ უგანდიდან შევიდნენ ნიანზას ჩრდილოეთ ნაწილში, ამჟამინდელ სიასიას მხარეში. მეთვრამეტე საუკუნეში, რამდენიმე ლუოს ჯგუფები ამ აერალზე გავრცელდნენ და მოიცვეს სამხრეთ ნიანზაც. მთელი ეს პროცესი მოიცავდა ლოუს მოსახლეთა თანმიმდევრულ გადაადგილებებსა და შემდგომში ბანთუს ჯგუფებთან ასიმილირებასაც. მიგრაციის , როგორც მინიმუმ 5 ტალღაა ცნობილი, რომელიც სხვადასხვა დროს განხორციელდა.

  1. The joka-jok-პირველი ჯგუფი, რომელიც აჩოლიდან ჩავიდა კენიაში;
  2. ჩრდილოეთ უგანდის ეთნიკური ჯგუფის-ალურის მიგრაცია;
  3. აღმოსავლეთ უგანდელი, ადოლას ხალხის (adhola) მიგრაცია;
  4. Jok’omolo - მიგრაცია pawir-იდან;
  5. The Abasuba სამხრეთ ნიანზის ჯგუფების ასიმილირება.

ამ დროისთვის კენიაში ლუოს შემადგენლობაში შედის 27 სუბ-დაჯგუფება და ყოველი მათგანი შედგება სხვადასხვა მცირე სუბდაჯგუფებისგან, „სუბ-კლანებისგან“[2]. ლუოს წარმომადგენელთა ძირითადი საქმიანობაა თავზაობა, ფერმერობა და მიწათმოქმედება. ლუოს მიწების გარეთ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აფრიკაში ისინი მნიშვნელოვან სამუშაო ძალას წარმოადგენენ სხვადასხვა პროფესიებისათვის. ლუოს ხალხსა და მის ენობრივ დიალექტებს აქვთ ისტორიული ფესვები, რომელიც იწყება ვიქტორიის ტბის რეგიონიდან. ლუოს ჰყავს მრავალი ეთნიკური მეზობელი , რითაც გამოწვეულია მისი ეთნიკური მრავალფეროვნება.[3]

მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუოს სამომხმარებლო მეურნეობა დამოკიდებულია აგრარულ სფეროზე, მეცხოველეობასა და თევზაობაზე. აგრარულ სფეროში უმეტესწილად მუშაობენ ქალები.ისინი მცირე ჯგუფებად  იყოფიან და უვლიან სამეზობლო კარ-მიდამოებს.მათი პირველადი მოვალეობა არის ოჯახის რჩენა. მარცვლეულის კულტურას დიდი ადგილი უკავია ლუოს ხალხებში. სორგო, ფეტვი,სიმინდი და ბატატი პირველადი მარცვლეულის კულტურას მიეკუთვნებიან. სორგო და მანიოკი განსაკუთრებით ფასობენ მათი სიმშრალისადმი გამძლეობის გამო. მაღლა მდებარე ტერიტორიებზე მოჰყავთ ბანანიც.

კენიასა და ტანზანიაში ლუოს ადრეული მოსახლეების დიდი ნაწილი იყო მწყემსი, ამ დროისთვის მსხვილი რქოსანი საქონელი ითვლებოდა სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ; მას მხოლოდ ლხენის აღსანიშნავ რიტუალებზე მიირთმევდნენ. ყოველდღიურ კვებაში მნიშვნელობა ენიჭებოდა რძეთა მრავალფეროვნებასა და თევზის სახეობების მრავალფერევნებაც, რომელსაც იჭერდნენ Winam Guf-ის მდინარეებში და აქტიურად ვაჭრობდნენ საქონელით.

სოციალური პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიური პერიოდის განმავლობაში ლუო იზოლირებული იყო ნაციონალური ხელისუფლებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნიდ რიგით მეორე უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს.დასავლეთ კენია ეკონომიკური განვითარების მხრივ ღარიბია, ლუოს გზები განახლებას საჭიროებს და ადამიანის იმუდოდეფიციტის ვირუსის, აივ ინფექციის მაჩვენებელი მაღალია, ხშირია საკვების უკმარისობა და ბავშვთა სიკვდილიანობა. წყლის მიწოდების სისტემა გაუმართავია, რაც ახალი დაავადებების კერას აჩენს, როგორებიცაა მუცლის ტიფი, დიზენტერია და ა.შ სოციალურ პრობლემებს შორის უდიდესია არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა.არ არსებობს სოციალური პასუხისმგებლობა იმ გოგონების მიმართ, რომლებიც ფეხმძიმობის გამო წყვეტენ განათლების მიღებას.ტურიზმი გვერდს უვლის ლუოს მიწებსა და ვიქტორიის ტბას თუმცა,ვიქტორიის ტბა ცნობილია ჰიპოპოტამებით, კაპარჭინას სახეობის თევზებით და კულტურული ატრაქციონებით.

სოციალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვის აღზრდაზე დედები და ბებიები ზრუნავდნენ. მეოცე საუკუნის ბოლოს, სკოლებმა დიდი როლი ითამაშეს სოციალიზაციის პროცესში. მომწიფების ასაკიდან დაოჯახებამდე ბიჭები ერთად ცხოვრობდნენ სახლში სახელად „simba”. ქალები, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ (დაახლოებით 16 წლამდე) გადიოდნენ ქორწინებამდელ სოციალიზაციას, რომელშიც მთავარი როლი დედამთილს ეკისრებოდა. ლუოს არ ჰქოდა ფორმალური რიტუალები რომლითაც ადამიანის სწულწლოვანებაში გადასვლას აღნიშნავდნენ. 1970-იან წლებში დამკვიდრდა წესი, რომლის მიხედვითაც ადამიანებს სრულწლოვანებამდე მიღწევის პერიოდში ქვედა წინა ექვს კბილს უღებდნენ.

სანათესაო კავშირები და საგვარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათესაობრივ ჯგუფებს ძალიან დიდი როლი აქვთ ლუოს სოციალური ცხოვრების მოწყობაში. ლუოს უდიდეს საგვაერულოებს, როგორებიცაა Dhoudi, ანტროპოლოგიურ ლიტერატურაში მოიხსენიებიან როგორც „კლანები“-მიწათმფლობელი ეგზოგამური დაჯგუფებები. მემკვიდრეობითობა პატრილინეალურია და ქალი ქორწინების შემდეგ მიიჩნევა მათი მამის საგვარეულოს ნაწილად. ეს დაჯგუფებები მოიაზრებიან „სუბ-ჯგუფებად“, რომლებსაც ჰქავთ საერთო წინაპარი  სახელად Ramogi. მათი გენეოლოგიური დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ არის შთამომავლობათა განგრძობადი ისტორიის შედეგი.

შრომის დანაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქმიანობებს ლუოს კულტურაში სქესის მიხედვით ანაწილებენ. აგრიკულტურა, ბავშვების მოვლა, საჭმლის კეთება და სხვა ოჯახური საქმიანობები ქალების მოვალეობაა. ქალები ასევე დასაქმებულნი არიან რეწვითა და  მეთუნეობით. ამ საქმიანობაში მამაკაცებიც იღებენ მონაწილეობას, ისინი უმეტესად მოწნულ ნაწარმს ამზადებენ და მუშაობენ რკინაზე. მამაკაცები  პოლიტიკურ, ზეპირსიტყვიერი ისტორიის და რიტუალურ საქმეებში დომინირებენ. პრე-კოლონიურ ეპოქაში ისინი მებრძოლებიც იყვნენ. ფულის მოჭრისა და სხვა საგარეო საქმიანობებიც მეტწილად მამაკაცთა მოვალეობას წარმოადგენს. ვაჭრობის სფეროში დომინირებენ ქალები, თუმცა მამაკაცებიც მონაცილეობენ ისეთი საქონლით ვაჭრობაში, რომელიც შემოდის ლუოს ტერიტორიის გარედან.[4] 

ყველაზე გამოჩენილი ლუოს წარმომადგენელი პოლიტიკოსი დღესდღეობით არის Raila Odinga, კენიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის შვილი. ლუოს წარმომადგენელი პოლიტიკოსი არის  Dr. PLO Lumumba-ს  კენიის ანტი-კორუფციის კომიტეტის დამფუძნებელი.

გამოჩენილ ლუოელ ექიმია Prof. David Peter Simon Wasawo პირველი მეცნიერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში და Makerere University-ს პროფესორი, Professor Walter Jaoko- ტროპიკულ დაავადებათა სპეციალისტო და აივ ინფექციის წამყავნი მკვლევარი;

პოლიტიკური მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან ლუოს ტომი ლოკალური “მმართველების“ ადმინისტრაციული სისტემით ხელმძღვანელობს, რომელიც ბრიტანეთის კოლონიური მთავრობის მიერ იყო დადგენილი და პოსტკოლონიური კენიის პოლიტიკურ მოწყობაშიც გაგრძელდა. ლუო, მისი ტრადიციების მიხედვით, არ ხასიათდება ცენტრალიზებული ავტორიტეტებითა და მთავრობით. ლუოში მოქმედებენ ბუნებრივი, თანდაყოლილი წესებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე მოწყობის წესს.

ისტორიაზე დაყრდნობით,პრეკოლონიურ ერაში ადამიანებს შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ უხუცესთა საბჭოების გადაწყვეტილებებზე. პოლიტიკური ავტორიტეტებისა და ცენტრალიზებული მთავრობის ინსტიტუტები შესუსტებული იყო. ლუო არის კლასიკური მაგალითი მართვის სეგმენტური შთამომავლობის სისტემისა, რომელიც იყო მერყევი და ხშირად ცვალებადი.

თანამედროვე ადმინისტრაციული ოლქები ლუოს ტერიტორიაზე, რომლებიც კოლონიურ ეპოქაში ჩამოყალიბდა, სტატიკურ მდგომარეობაში გადავიდა, როდესაც წარსულში  აქტიურად მუშაობდა ჯგუფებს შორის არსებულ ფრაქციულ და ტერიტორიულ პრობლემებზე.[5]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოლკლორი[6][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიები, ლეგენდები, გამოცანები და ანდაზები ლუოს კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ტრადიციულად მათზე საუბარი siwindhe-ში ხდება, რაც დაქვრივებული ბებიის სახლს წარმოადგენს. ლუოელი ბიჭები და გოგონები საღამოობით თავს იყრიან და ყურს უგდებენ უფროსებს მათი კულტურისა და ტრადიციების შესახებ. საღამოობით, როდესაც ხალხი თავიანთი ბაღებიდან ბრუნდება, ისინი მოხარულები არიან, რომ უამბონ ერთმანეთს საინტერესო ისტორიები და თან რაიმე ახალი თავადაც შეიძინონ. siwindhe-ში ბებიები ხელმძღვანელობენ. ისინი თხრობასა და ვერბალურ თამაშებს აკონტროლებენ. გამოცანებს აქ კონკურსის და გამოწვევის სახე აქვს, სადაც გამარჯვებულები გოგონების „ცოლად მოყვანით“ ჯილდოვდებიან. ეს „ქორწინება“ არაა ნამდვილი და გათამაშებას წარმოადგენს. გამოცანების ამოცნობისას ხალხს ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ და პასუხების თქმისას აგრესიამოკლებულ კამათში შედიან. ერთ-ერთი გამოცანა ასე გამოიყურება: „ჩემს სახლს კარი არ აქვს,“ რასაც პასუხად ეხმაურებიან - „კვერცხი.“ ასევე არსებობს გამოცანა, „რა არის ტბა, რასაც გარშემო ლერწმები აკვრია?“ პასუხია: „თვალი.“ ჭკვიანური პასუხები, რომლებიც განკუთვნილ პასუხებს არ წარმოადგენენ, ალტერნატიულ სწორ პასუხებად არიან მიჩნეული - ასე ყველა მოაზროვნე გამარჯვებული რჩება.

ანდაზები siwindhe-ში გამართული დისკუსიების სხვა ნაწილს წარმოადგენს და მათი გამოყენება ლუოს ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხდება. ზოგიერთი მაგალითია: „თვალი, რომელსაც არ უმკურნალებ, ზიზღით შემოგხედავს,“ „ბოცვერი პატარაა, მაგრამ ტყუპებს ბადებს,“ და „მხდალი აფთარი მრავალი წელი ცოცხლობს.“[7]

ზღაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზნეობრივივი ზღაპრები ყველა მსმენელს ცხოვრების სწორ გზას უჩვენებს და სთავაზობს გამოსავალს მის სირთულეებთან გასამკლავებლად. კითხვები, როგორიცაა, „რატომ კვდებიან ადამიანები?“ „რა უნარები უნდა გააჩნდეს კარგ მეუღლეს?“ „რისი საზღაურია დეფორმირებული ჩვილი?, „ვინ აგებს პასუხს ცუდ ბავშვზე?“ „რატომ იტანჯება ზოგიერთი ადამიანი?“ და მრავალი სხვა ლუოელი ხალხის ფოლკლორის თემებს წარმოადგენს. მაგალითისთვის, ისტორია სახელად „ოპონდოს ბავშვები“ კაცის, სახელად ოპონდოს შესახებაა, ვისი ცოლიც ჩვეულებრივი ბავშვების მაგივრად დიდი ზომის ხვლიკებს ბადებდა. ხვლიკ ბავშვებს სასიკვდილოდ ყრიდნენ, რადგან ისინი შეუხედავები იყვნენ. მაგრამ ერთხელაც მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი ბავშვი დაეტოვებინათ და გაეზარდათ. მოზარდობის ხანებში ბავშვს ძლიერ უყვარდა მდინარებში მარტო ბანაობა. ცურვის დაწყებამდე ის ხვლიკის კანს იხსნიდა და ცურვის დროს ის ჩვეულებრივ ადამიანად იქცეოდა. მისი კანი მხოლოდ ზედაპირულად იყო დაფარული. ერთ დღესაც გამვლელმა მოახსენა მის მშობლებს, რომ მათი შვილი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მშობლებმა გადაწყვიტეს, საიდუმლოდ ეთვალთვალათ მისთვის და ეს თავადაც დაინახეს. მათ გაანადგურეს მისი კანი და ამის შემდეგ ბიჭი ყველამ შეიყვარა. ამ მიზეზის გამო, ოპონდომ და მისმა ცოლმა ძლიერ ინანეს, რომ წინათ ისინი სასიკვდილოდ იმეტებდნენ ხვლიკებად დაბადებულ ჩვილებს. ეს ზღაპარი გულისხმობს, რომ ფიზიკური დეფექტის ბავშვებს სიბრალულითა და თანაგრძნობით უნდა მოვეპყრათ და დამცირების ნაცვლად, დავეხმაროთ.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუოს კულტურის ხალხი თავიანთ ტრადიციებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ წყაროდ იყენებს. სიმღერები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისევე პოპულარულია, როგორც წარსულში. მუსიკოსები საკუთარი ნაშრომებით კულტურულ, პოლიტიკურ, თაობრივ პრობლემებს ეხებიან და ცდილობენ ყოველდღიური ცხოვრების აქტუალურ თემებს გაუსვან ხაზი. ლუოელები მუსიკის მოსმენას დიდ დროს უთმობენ და რეგულარულად ყიდულობენ ჩანაწერებსა და CD დისკებს. ქრისტიანული ეკლესიის მუსიკა ასევე გართობის ფორმას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მოკლე ისტორიის სიმღერით თხრობა კარგად განვითარებული ხელოვნების დარგი იყო ლუოს ტრადიციულ ცხოვრებაში. ზოგი ისტორიას მუსიკალური გაფორმებაც ახლავდა თან. ყველაზე ცნობილი მოკლე ისტორიების მწერალი კენიელი ქალი, გრეის ოგოტია. მის ნამუშევრებში ისევე როგორც ტრადიციული თემები, თანამედროვე სირთულეების თემატიკაც ჭარბობს. მისი ერთ-ერთი მოკლე ისტორია ეხება განათლებულ ქალს, რომელსაც პოლიგამურ ქორწინებაში უწევს ცხოვრება. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია „სხვა ქალი“, „მებადური“ და „ღირსეული მინისტრი.“

ტრადიციულად მუსიკა ლუოს საზოგადოების ყველაზე გამოყენებადი ხეოვნების დარგი იყო. მუსიკა ყოველდღიურად იქმნებოდა და ფუნქციონირებდა ცერემონიებზე, რელიგიურ თუ პოლიტიკურ ღონისძიებებზე. მუსიკას დაკრძალვის ცერემონიების (ტერა ბურუ) დროსაც იყენებდნენ, რომ გამოეხატათ ტკივილი და აგონია. მუსიკა აუცილებელი ნაწილი იყო „ლუდის წვეულების“, სადაც ლუოს ხალხი დუდუსა (Dudu) და ოჰანგლას ცეკვას (Ohangla dance) ასრულებდა. ლუოს მუსიკის მელოდიები ლირიკული იყო და  თან ვოკალური გაფორმებაც ახლდა თან. ეს ვოკალური ორნამენტები ხშირად ძალიან სუფთად ისმოდა, ძირითადად მაშინ, როდესაც მუსიკა მნიშვნელოვან აზრს ატარებდა. ამ სიმღერებს, ჩვეულებრივ, სოლო მომღერლები ასრულებდნენ. ყველაზე ხშირი შესრულების ფორმა გალობა იყო, სადაც არარეგულარულად იყენებდნენ რითმებსა და ფრაზებს. გალობაზე ბევრი ცეკვა იდგმებოდა, ერთ-ერთი მაგალითი - დუდუს ცეკვაა.

რელიგია[2][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური შეხედულებები, რომლებიც ლუოს კულტურისთვისაა დამახასიათებელი, დაყრდნობილია რამდენიმე კითხვზე, რომლებიც სხვა რელიგიებსაც ახასიათებთ. ინტერესის საგანია ადამიანის საწყისი და მისი ბედისწერის რაობა; ისმევა კითხვები: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? რის საზღაურად იტანჯებიან ადამიანები? ეს კითხვები რელიგიის მთავარ თემებს წარმოადგენს. მათზე პასუხის გაცემას ლუოელები ადამიანისგან მოელიან, რადგან თვლიან, რომ თუკი ადამიანია ცხოველებს შორის ერთადერთი, ვისაც სამყაროს შექმნაზე ფიქრი შეუძლია, უზენაესიც სწორედ ის უნდა იყოს. იმ ადამიანს, რომელსაც ლუოს კულტურის წარმომადგენლები სამყაროს შემქნელად მოიაზრებენ „ღმერთი“ ჰქვია, ხოლო მათთვის ნეიასაი (Nyasaye) ან იუოკი (Juok) ეწოდება.

ქრისტიანობა ლუოს რელიგიურ ღირებულებებზე დიდ როლს თამაშობს. ლუოს კულტურის წარმომადგენლებისთვის ანგლიკანური ეკლესიები, ისევე როგორც სომხური კათოლიკური ეკლესიები საკმაოდ ნაცნობია.

ლუოს რელიგიას თუ ეთიკისა და იდეოლოგიის მხრივ განვიხილავთ, ყურადღება რელიგიის ორ მთავარ საყრდენზე უნდა შევაჩეროთ. ლუოს ხალხს სწამს ნეიასაის, როგორც უზენაესი არსების და იუოკის, როგორც ზებუნებრივი სულიერი ძალის გამოხატულების. იმისთვის, რომ ორივე ძალის ადგილი სწორად გადავანაწილოთ, მათი ერთმანეთისგან გამიჯვნაა საჭირო. 

ნეიასაი გულისხმობს, რომ სამყარო უზენაესმა შექმნა და იგი მარადიულად განაგრძობს მასზე ზრუნვას; ყველაფერი, რაც ხდება, დაგეგმილია უზენაესის მიერ; ადამიანი სხვა არსებებზე მაღლა დგას და ყველაფერი მისთვისაა შექმნილი.

იუოკი გულისხმობს, რომ ყველა ცოცხალი არსებას, ისევე, როგორც არა-ცოცხალს, გარკვეული სახის ძალა გააჩნია; ადამიანები და ცხოველები ფიზიკური სხეულების მიღმა სულებსა და ჩრდილებს ფლობენ; ადამიანის და ცხოველის სულიერი თვისებები ფიზიკური სხეულის გახრწნის შემდეგაც განაგრძობენ არსებობას.

ლუოს რელიგიაში ნეიასაისა და იუოკის გარდა სხვა სახელებიც გვხვდება. ვიერა (Were)  გულისხმობს „მოთხოვნის შემსრულებელს“;  ვიონ კოთ (Wuon koth), „ვინც წვიმას გზავნის“; ნეიაკალაჰა (Nyakalaga), „ვინც ყველგან მიედინება.“

ყოველდღიური ცხოვრება[8][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ლუოელი ხალხის შესახებ არის ის, რომ ქალები დიდ როლს თამაშობენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. თანამედროვე ეკონომიკის ჩამოყალიბებამდე ქალის სამუშაო სფეროს ბაღი წარმოადგენდა. შრომისმოყვარე ქალებს შეეძლოთ გამოემუშავებინათ საკმაო რაოდენობის თანხა მოსავლის ცხოველებზე, თასებსა და კალათებზე გადაცვლით. ყოველდღიურ თანამედროვე ცხოვრებაში ახალგაზრდა გოგონას მოეთხოვება, რომ დედასა თუ მამის სხვა ცოლებს დახმარება გაუწიოს ფერმის სამუშაოებში, რომელსაც მამა, ძმები და მამის ძმები მართავენ. იმის მიუხედავად, ქალიშვილი სწავლობს თუ არა სკოლაში და იმკვიდრებს თუ არა დამაკმაყოფილებელ პოზიციას საზოგადოებაში, ცხოვრების მანძილზე მაინც უწევს მიწასთან და მის დამუშავებასთან შეგუება. მამაკაცებს ძირითადად თანხასთან და ცხოველებთან აქვთ შეხება. მათ მოვალეობაში შედის პატარძლის ფულზე გადაცვლა, პარტნიორების მოპოვება და კომერციული ქმედებები.

მამაკაცები მმართველების პოზიციაზე დგანან, შესაბამისად რაც თანხას და განკარგვას ეხება, მათი მოვალეობაა.

ლუოელი ხალხის ძირითადი მარცვლეულები სიმინდი, ფეტვი და სორგოა. ყავა, თამბაქო, ბამბა და შაქრის ლერწამი ყველაზე კარგად გაყიდვადი მარცვლეულებია. მნიშვნელოვან ცხოველებს წარმოადგენენ ცხვრები, თხები, ქათმები, მსხვილ რქოსანი საქონელი, რომელიც პატარძლის საფასურად გამოიყენება. თევზები ვიქტორიას ტბიდან და მისი ნაკადულებიდან ასევე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, განსაკუთრებით ტილაპია. ბევრი პროდუქტი მოწოდებულია, მაგალითად შაქარი, პური და კარაქი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად მოხმარებადია და ლუოელების ჩვეულება - „ჩაის დროში“ მონაწილეობს. კერძს, რომელსაც ისინი დღეში რამდენიმეჯერ ჭამენ - უგალი ეწოდება. იგი სიმინდისს ფაფას წარმოადგენს და მისი ჭამა გარნირთან ერთად ხდება, მაგალითად მოშუშულ ხორცთან, ან თევზთან.

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვები და ზრდასრულები ხშირად თამაშობენ ბაოს, რაც ცნობილ აფრიკულ სამაგიდო თამაშს წარმოადგენს. ბაო სტრატეგიული თამაშია და მისი თამაში ორ ადამიანს შორისაა შესაძლებელი. ლუოელი ბიჭები ასევე ხშირად თამაშობენ ისეთ ცნობილ თამაშებს, როგორებიცაა ფეხბურთი და კალათბურთი. ასევე ჩართულნი არიან სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ზოგ მათგანს იტაცებს ცურვაც. რაც შეეხება განსაკუთრებულ დღეებს, დაბადების დღე ლუოს კულტურის წარმომადგენლებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს, იმის მიუხედავად, რომ წარსულში ლოუელები თავიანთ ასაკს არც კი ითვლიდნენ. მშობლები ბავშვების დაბადების დღის გამხიარულებას ნამცხვრებით, საჩუქრებითა და მისალოცი ბარათებით ცდილობენ.

დაკრძალვა[9][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაკრძალვებზე გამოცხადება ლუოს კულტურის წარმომადგენლებისთვის გარკვეულ ვალდებულებას წარმოადგენს, იმის მიუხედავად, დაკრძალვის ადგილიდან რამდენად შორს ცხოვრობენ ისინი. დაკრძალვის დროს ლუოელებს მოაქვთ დიდი რაოდენობის ხორცი, ლუდი და მსუბუქი სასმელები. დაკრძალვის ცერემონია კაცისთვის ოთხ დღეს გრძელდება, ხოლო ქალისთვის სამ დღეს. დამარხვისა და გარდაცვლილზე საუბრის შემდეგ იმართება ნადიმი, რასაც წირვის სახე აქვს. კაცის დასაფლავების შემდეგ მამალს კლავენ და მის ხორცს გარდაცვლილის ნათესავები შეექცევიან. მამალი ლუოს კულტურის წარმომადგნელებისთვის მამაკაცურობის სიმბოლოდაა მიჩნეული.

ქორწილი[9][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწილი ლუოს კულტურის წარმომადგენლების ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს. ლუოელებისთვის ქორწინების გარეშე ცხოვრება მიუღებელია. დიდ ოჯახებს მომუშავეების ადეკვატური რაოდენობა სჭირდებათ, ამიტომაც პოლიგამია (მრავალცოლიანობა) ყველასთვის ხელსაყრელია. პატარძლის უნარჩვევებთან  ერთად თანხაც იზრდება,  უნარჩვევებს განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის განათლებაცაა. საქმროს ოჯახი მოლაპარაკებას აწარმოებს პატარძლის ოჯახთან. ეს პროცეში შეიძლება წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს. მოლაპარაკებამ ორივე ოჯახის ინტერესი უნდა დააკმაყოფილოს. ლუოს კულტურის წარმომადგენლებს სწამთ, რომ განშორება მიუღებელია მას შემდეგ, რაც ქალი გაიყიდება და ბავშვებს გააჩენს. მაშინაც კი, როდესაც განშორება ხდება, წყვილები მაინც დაქორწინებულებად მოიაზრებიან. რაც შეეხება უშვილობას, ის ქალის დანაშაულად ითვლება და ამის გამო მიტოვებული, ხან კი სხვა ცოლით ჩანაცვლებული ხდება.

ქორწილის ღონისძიება ლუოელი ხალხისთვის გალამაზების, მოდურად ჩაცმისა და გართობის საშუალებას იძლევა. ქორწილის დროს სრულდება სხვადასხვა სიმღერები, მოკლე ისტორიები და ტარდება გასართობი ღონისძიებები.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ayodo, A. (1996). Luo. New York: Rosen Pub. Group.
  2. 2.0 2.1 Ocholla-Ayayo, A. B. (1976). Traditional ideology and ethics among the southern Luo. Uppsala: Scandinavian Institute of African Studies.
  3. Evans-Pritchard, E. E. (Edward Evan). 1949. “Luo Tribes And Clans.” Rhodes-Livingston)e Journal, no. 7. Lusaka, Zambia: 24–40. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fl11-002.)
  4. Ember, M., Ember, C. R., & Skoggard, I. A. (2002). Encyclopedia of world cultures: Supplement. New York: MacMillan reference USA.
  5. J. A. (n.d.). Dilemmas of development Conflicts of interest and their resolutions in modernizing Africa.
  6. Ochieng', W. R. (1990). Themes in Kenyan history. Nairobi, Kenya: Heinemann Kenya.
  7. Smith, J. H. (2006). Snake-driven development: Culture, nature and religious conflict in neoliberal Kenya. Ethnography, 7(4), 423-459. doi:10.1177/1466138106073144
  8. G. J. (n.d.). Measuring Stress Among Luo Elders: Development of the Luo Perceived Stress Scale.
  9. 9.0 9.1 Series: Peoples of East Africa. (n.d.). East African Publishing.