მატეო ბანდელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატეო ბანდელო
იტალ. Matteo Bandello
დაბადების თარიღი სავარ. 1485[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი კასტელნუოვო-სკრივია
გარდაცვალების თარიღი 1561[6] [1] [2] [5] [7]
გარდაცვალების ადგილი აჟენი, საფრანგეთის სამეფო
საქმიანობა კათოლიკე მღვდელი, პოეტი, მწერალი[8] [9] და Catholic bishop
ჟანრი მოთხრობა
ნათესავ(ებ)ი Vincenzo Bandello

მატეო ბანდელო (იტალ. Matteo Bandello; დ. 1485, კასტელნუოვო-სკრივია — გ. 1561, აჟენი, საფრანგეთი) — იტალიელი მწერალი. იყო დიპლომატიც, მეომარიც, ბერიც. წერდა სატრფიალო ლექსებს („კანცონები“, 1544). მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში შევიდა როგორც შესანიშნავი ნოველების ავტორი. 1505-1560 წლებს შორის დაწერილი მისი 214 ნოველის სამი ტომი 1554 წელს გამოიცა, ხოლო მეოთხე 1573 წელს. ნოველებში შთამბეჭდავად, ძარღვიანი, თუმცა არცთუ მთლად დახვეწილი ენით, წარმოდგენილია აღორძინებისდროინდელი იტალიური ცხოვრების ცოცხალი სურათები; დამახასიათებელია თხრობის ობიექტურობა, დოკუმენტური სიზუსტე და მძაფრი დრამატიზმი. ბოკაჩოს შემდეგ ბანდელო ყველაზე დიდ ნოველისტადაა აღიარებული იტალიაში. მისი თხზულებები შემდგომ ბევრმა ევროპელმა დრამატურგმა გამოიყენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]