მიშელ ბიუტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიშელ ბიუტორი
Michel-Butor.jpg
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი 1926(1926-09-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი მონ-ან-ბარიოლი
გარდაცვალების თარიღი 24 აგვისტო 2016(2016-08-24)[2] [4] [5] [15] [6] [5] [7] [8] [10] [12] [13] [14] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი კონტამინ-სურ-არვი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ესეისტი, რომანისტი, ლიტერატურული რედაქტორი, ხელოვნების კრიტიკოსი, მთარგმნელი, მასწავლებელი, ლექტორი და ფაკულტეტის თანამშრომელი
ენა ფრანგული ენა[16]
ეროვნება ფრანგები
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
ალმა-მატერი ლუი დიდის ლიცეუმი
Magnum opus Second Thoughts, Q3202894?, Q16628328? და Q16669082?
ჯილდოები რენოდოს პრემია, ფენეონის პრემია, საფრანგეთის აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია, Mallarmé prize, Grand prix de poésie de la SGDL და Q97324785?
მეუღლე Marie-Jo Butor[17]
საიტი michel.butor.pagesperso-orange.fr

მიშელ მარი ფრანსუა ბიუტორი (დ. 14 სექტემბერი, 1926, მონს-ან-ბარელი — გ. 24 აგვისტო 2016, კონტამინ-სიურ-არვი) — ფრანგი რომანისტი, ესეისტი, პოეტი. ლიტერატურული მიმდინარეობა ახალი რომანის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1926 წლის 14 სექტემბერს, მონ-ან-ბარელში. მამა, ემილ ბიუტორი მხატვრობითა და გრავიურით იყო გატაცებული. 1929 წელს ოჯახი პარიზში სახლდება. ღრმად მორწმუნე კათოლიკე დედ-მამას მიშელი რელიგიურ კოლეჯში შეჰყავთ.

1939 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადადის ევრეში, სადაც მიშელი იეზუიტურ განათლებას იღებს. პარიზში დაბრუნების შემდეგ ირიცხება ლუი-ლე-გრანის ლიცეუმში მეორე კურსზე. ამ პერიოდში იგი ინტერესდება ლიტერატურით, იწყებს ლექსების წერას და ინტელექტუალთა ჯგუფის ხშირი სტუმარი ხდება. მწერალთაგან ბიუტორი განსაკუთრებული ინტერესით კითხულობს კაფკას, ჯოისსა და პრუსტს.

1944 - 1949 წლებში იწყებს საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნებას, ამზადებს სადიპლომო ნაშრომს ფილოსოფიაში, მონაწილეობას იღებს გერმანიაში გამართულ სემინარებში.

ფილოსოფიაში საკანდიდატო გამოცდაზე განცდილი მარცხის შემდეგ ბიუტორი ლექციებს კითხულობს სანსეში. 1950 წელს მიემგზავრება ეგვიპტეში. ეს უკანასკნელი მწერალზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს, რაც მის შემოქმედებაშიც ჰპოვებს ასახვას.

1951 წელს ბიუტორი ჯილდოვდება ფენეონის პრემიით Les Editions de Minuit-ში გამოქვეყნებული რომანისთვის დროის განრიგი. ამავე დროს ხდება ჟენევის საერთაშორისო სკოლის პროფესორი. ჟენევაში გაიცნობს მარი ჟოს, რომელზეც დაქორწინდება და ოთხი ქალიშვილი შეეძინება. იმავე წელს რომანისთვის მოდიფიკაცია იღებს თეოფრასტ-რენოდოს პრემიას. ამ დროისთვის ბიუტორს ახალი რომანის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით ყველაზე ფართო მკითხველი ჰყავს.

1959-60 წლებში კონფერენციებს მართავს გერმანიაში, მაროკოსა და ნიდერლანდებში, გამოდის მისი რომანი საფეხურები და კრიტიკული წერილების კრებული რეპერტუარი. 60-იანი წლებიდან ბიუტორის შემოქმედება ფორმალური ექსპერიმენტების სახეს იღებს (მოძრავი, საჰაერო ქსელი და სხვ).

1963 წელს მოგზაურობს ბულგარეთსა და იუგოსლავიაში, აქვეყნებს სან მარკოს აღწერასა და ილუსტრაციებს. 1965 წელს ოჯახთან ერთად სახლდება პარიზის გარეუბანში. ამავე წელს გამოსცემს სტერეოფონულ ნაშრომს 6 810 000 ლიტრი წყალი წამში.

1968 წელს მონაწილეობს მწერალთა კავშირის დაარსებაში. 1970 წელს ხდება ნიცის, 1974 წელს კი ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი.

1991 წლიდან თავს ანებებს საუნივერსიტეტო მოღვაწეობას და ცხოვრობს ოტ-სავუაში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშელ ბიუტორი, განათლებით ფილოსოფოსი, რომანს მიიჩნევს ფილოსოფიისა და პოეზიის გაერთიანების ერთადართ საშუალებად, რომელშიც ხდება ადამიანის საკუთარ თავთან შერიგება. ბიუტორმა რომანი განსაზღვრა როგორც ძიება, თხრობის განსაკუთრებული ფორმა, უფრო მეტიც, თხრობის ლაბორატორია, რომელშიც უნდა მოხდეს ცნობიერების გაღვიძების კვლევა, სამყაროსა და ადამიანის შემეცნება.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მილანის გავლა, 1954
  • დროის განრიგი, 1956
  • მოდიფიკაცია, 1957
  • ადგილის გენია, 1958
  • რეპერტუარი, (5 ნაწილი)1959, 1964, 1968, 1974, 1982.
  • ხარისხები, 1960
  • არაჩვეულებრივი ამბავი, ესე ბოდლერის ოცნებაზე, 1961
  • მოძრავი, 1962
  • საჰაერო ქსელი, 1962
  • სან-მარკოს აღწერა, 1963
  • ილუსტრაციები, 1964, 1969, 1973, 1974
  • ესეები თანამედროვეებზე, 1964
  • 6810000 ლიტრი წყალი წამში, 1965
  • ესეები ესეებზე, 1968
  • ილუსტრაციები II, 1969
  • ესე რომანზე, 1969
  • ბუმერანგის დაბრუნება1978
  • ექსპრესი, 1982
  • იმპროვიზაცია ფლობერზე, 1984
  • იმპროვიზაცია ანრი მიშოზე, 1985
  • იმპროვიზაცია რემბოზე, 1989
  • იმპროვიზაცია მიშელ ბიუტორზე, 1993
  • პოეტური სარგებელი, 1995
  • საზღვართან, 1996

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бютор Мишель // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 NooSFere — 1999.
  6. 6.0 6.1 Munzinger-Archiv — 1913.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Store norske leksikon — 1978.
  9. Archive of Fine Arts — 2003.
  10. 10.0 10.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  11. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  12. 12.0 12.1 GeneaStar
  13. 13.0 13.1 Roglo — 1997. — 8261991 ეგზ.
  14. 14.0 14.1 AlKindi
  15. L’écrivain Michel Butor, figure du Nouveau Roman, est mortმონდი, 2016.
  16. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  17. http://data.bnf.fr/13632028/marie-jo_butor/