ჰუანაკო (ლათ.Lama guanicoe) — ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთაოჯახისლამების გვარისა. მისი სხეულის სიგრძე 180–225 სმ, მასა 60–75 კგ აღწევს. აქვს გრძელი კისერი და კიდურები, მურა ბეწვით დაფარული სხეული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის მაღალმთიანეთში პერუდანპატაგონიამდე. ცხოვრობს ძნელად მისადგომ ადგილებში ზღვის დონიდან 5000 მეტრამდე. ქმნის მცირე ჯოგებს. პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით. ნადირობის ობიექტია (იყენებენ ხორცსა და ტყავს), რის გამოც მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.