ჰიონ ბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიონ ბინი

ჰიონ ბინი 2019 წლის დეკემბერში
მშობლიური სახელი კორ. 현빈
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1982 (1982-09-25) (41 წლის)
სეული
მოქალაქეობა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ალმა-მატერი ჩუნანის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2003-დან დღემდე
სიმაღლე 184 სმ
წონა 74 კგ

ჰიონ ბინი (კორ. 현빈 დ.25 სექტემბერი, 1982, სეული) — სამხრეთ კორეელი მსახიობი და მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიონ ბინი დაიბადა და გაიზარდა სეულში, თავის უფროს ძმასთან ერთად. მსახიობობის სურვილი მას ჯერ კიდევ სკოლაში გაუჩნდა. ბიბლიოთეკაში სიარულის ნაცვლად, ის სამსახიობო წრეებზე დადიოდა. ამის გამოაშკარავების შემდეგ მშობლებმა მას აუკრძალეს შეხვედრებზე დასწრება, თუმცა ისინი მალევე დანებდნენ და მხოლოდ ერთი პირობის სანაცვლოდ დათანხმდნენ შვილის მსახიობობას - მას ჩუნანის თეატრალურ სტუდიაში უნდა მიეღო განათლება. 2004 წელს ჰიონ ბინი ამავე სასწავლებლის კურსადამთავრებული გახდა. 2009 წელს ის ამავე უნივერსიტეტში ჩაირიცხა მაგისტრის ხარისხის მისაღებად.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]