შინაარსზე გადასვლა

ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰიმნი (ძვ. ბერძნ. ὕμνος) — საზეიმო სიმღერა, რომელიც აქებს და ადიდებს ვინმეს ან რაიმეს (თავდაპირველად ღვთაებას).

სიმღერა, რომელიც დროშასა და გერბთან ერთად წარმოადგენს ეროვნული სიმბოლოების ერთ-ერთ სახეს.

რელიგიური ჰიმნის გამოყენება სამხედრო სიმღერად ქმნის ე.წ. „ეროვნულ ჰიმნს“ — არარელიგიური შემცველობის მქონე საზეიმო სიმღერას, რომელსაც ასრულებენ ოფიციალური შემთხვევების დროს. ამ ტიპის სიმღერები, როგორც წესი, წარმოაჩენენ ეროვნულ („Die Wacht am Rhein“, „Deutschland, Deutschland über alles“, „Rule Britannia“) და რევოლუციურ („მარსელიეზა“) ხასიათს, ხოლო სხვები — არიან ე.წ. „სამეფო კარის“ პოეზიის პროდუქტები („God save the King“).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]