შინაარსზე გადასვლა

ჰესენის ბუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰესენის ბუზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mayetiola destructor

ჰესენის ბუზი (ლათ. Mayetiola destructor) — კოღოსებრი მწერი მეგალეების ოჯახისა. პურეული მარცვლოვნების საშიში მავნებელია. მისი სხეულის სიგრძე 2,5-3,5 მმ აღწევს, ფერად მუქი რუხი ან მურაა. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიაში. საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, სადაც 2-4 თაობას იძლევა. მწერის ზრდასრული მატლები საშემოდგომო ხორბლის ჯეჯილზე, ძირნაყარზე და სარეველა მარცვლოვნებზე გამოიზამთრებენ, აპრილში ჭუპრდებიან და გამოფრენილი ბუზები კვერცხებს დებენ ფოთლის ზედა მხარეზე. მატლი წუწნის და აზიანებს ღეროს, რომელიც წვრილდება, იღუნება და იქცევა. ჰესენის ბუზი პირველად აღწერა თომას სეიმ 1817 წელს.

ბრძოლის ღონისძიებანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუზების ფრენის პერიოდში ქლოროფოსის სუსპენზიის შესხურება, მეტაფოსის შეფრქვევა.