ჯეინ რასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეინ რასელი

ჯეინ რასელი - 1945 წ.
დაბადების სახელი ერნესტინ ჯეინ ჯერალდინ რასელი
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1921
ბემიჯი,აშშ
გარდაცვალების თარიღი 28 თებერვალი, 2011 (89 წლის)
სანტა მარია, სანტა ბარბარა, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
ხელმოწერა

ჯეინ რასელი (ინგლ. Jane Russell; დ. 21 ივნისი, 1921 — გ. 28 თებერვალი, 2011) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი.  ცნობილია როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი სექს-სიმბოლო 40-იან და 1950-იან წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეინ რასელი დაიბადა ბემიჯიში, მინესოტა.[1] ხუთი შვილიდან უფროსიიყო მამა-აშშ არმიის უფროსი ლეიტენანტი- როი უილიამ რასელი, დედა - ჯერალდინ ჯეკობი-ყოფილი მსახიობი.[2] მამამისის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ოჯახი გადავიდა კალიფორნიაში, სადაც ისინი დასახლდნენ ქალაქ ბურბანკში. ახალგაზრდობაში, დედის დაჟინებული მოთხოვნით, სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას , ასევე მონაწილეობდა სკოლის დრამატულ წრეში.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯეინს სურდა დიზაინი შეესწავლა, მაგრამ 1936 წელს მამამისის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მისი გეგმები შეცვალა.  მან მდივნად დაიწყო მუშაობა, დედას რომ დახმარებოდა ოჯახის შენახვაში. მიუხედავად ამისა, ჯერალდინს სურდა, რომ ქალიშვილი მსახიობი გამოსულიყო  და დაჟინებით მოითხოვდა გაეუმჯობესებინა სამსახიობო უნარები. შემდეგ ჯეინ რასელი დარეგისტრირდა თეატრალურ კურსებზე რეჟისორ მაქს რეინჰარტთან. ის ასევე სწავლობდა დრამატულ სკოლაში მარია უსპენსკაიასთან, რის შემდეგაც, 1940 წელს შვიდი წლის კონტრაქტი გააფორმა მილიონერ ჰოვარდ ჰიუზთან.

მერლინ მომროსთან ერთად

ჰოვარდ ჰიუზი თვლიდა, რომ რასელს შეეძლო სერიოზულად შეჯიბრებოდა ეპოქის აღიარებულ სექს სიმბოლოებს - რიტა ჰეივორთს და ლანა ტერნერს. ის არ ცდებოდა თავის გათვლებში. პირველი ვესტერნი ჯეინის მონაწილეობით  - "კანონგარეშე" ,  რომელიც ფართო ეკრანებზე1943  წელს გამოვიდა, წარმატებული გამოდგა. მას მოჰყვა სხვა ფილმები, მათ შორის მიუზიკლი „ფრანგული ხაზი“ (1954).[3][4]

ჯეინ რასელი, რობერტ მიჩუმი-1951 წ.
ბობ ჰოუპთან ერთად ფილმში "გზა ბალისაკენ."1952 წ.

ამასობაში, თავად მსახიობი, როგორც იგი 1985 წლის ავტობიოგრაფიაში წერდა, უფრო დახვეწილ როლებზე ოცნებობდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევარი  კომედიურ ჟანრში იყო "ჯენტლმენებს ირჩევენ ქერებს" (1953), სადაც მას პარტნიორობას უწევდა  მომდევნო თაობის სექს სიმბოლო - მერლინ მონრო.[5][6][7]

1970-იანი წლებში კინოდან წასვლის შემდეგ, ჯეინ რასელმა გააგრძელა სამსახიობო კარიერა თეატრის სცენაზე. ასევე მონაწილეობას ღებულობდა ფონდის საქმიანობაში  ბავშვების გამარტივებული წესით შვილად აყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის პირადად გადააწყდა  პრობლემას ამ მიმართულებით

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიმი მაქჰიუ ,ჯეინ რასელი და ლუელა პარსონსი, 1958 წ

მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული. თავის პირველ მეუღლესთან, ამერიკელ ფეხბურთელ, ბობ უოტერფილდთან ოცდახუთი წელი იცხოვრა.[8]  ჯეინი ჯერ კიდევ მაშინ დაფეხმძიმდა,  როდესაც დანიშნულები იყვნენ. გოგონა სკოლას ამთავრებდა. საქმროს დაჟინებული მოთხოვნით ის იძულებული გახდა ბავშვი მოეცილებინა. ამის შემდეგ შვილი აღარ შეეძინა. წყვილმა სამი ბავშვი იშვილა: ორი ბიჭი და ერთი გოგონა.

2008 წელი

რასელს შვილად აყვანის დროს მრავალი სირთულე შეექმნა და 1955 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარებოდა მსგავს სიტუაციებში მყოფ ადამიანებს.  მეორე მეუღლესთან,  მსახიობ როჯერ ბარეტთან ერთად  მხოლოდ ერთი წელი  იცხოვრა. 1968 წელს  ბარეტი მოულოდნელად გარდაიცვალა.  მესამე ქმარი  გახლდათ უძრავი ქონების აგენტი ჯონ კალვინ პიპლესი, წყვილმა 25 წელი იცხოვრა ერთად. 1999 წელს ჯონ კალვინი  გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ჯეინ რასელი გარდაიცვალა სანტა მარიაში (სანტა-ბარბარა,) 89 წლის ასაკში სუნთქვის უკმარისობით 2011 წლის 28 თებერვალს.[9][10]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება სახელწოდება ორიგინალში როლი
1943 კანონგარეშე The Outlaw რიო მაკდონალდი
1946 ახალგაზრდა ქვრივი Young Widow ჯონ კენვუდი
1948 ფერმკრთალი The Paleface ჯეინი
1951 მისი ოცნების ქალი His Kind of Woman ლენორ ბრენტი
1951 ორმაგი დინამიტი Double Dynamite მილდრედ „მიბს“ გუდხიუ
1952 ლას-ვეგასის ისტორია The Las Vegas Story ლინდა როლინსი
1952 მაკაო Macao ჯული ბენსონი
1952 ფერმკრთალის ვაჟიშვილი Son of Paleface მაიკ დეპროი
1952 მონტანა ბელი Montana Belle ბელ სტარი
1952 გზა ბალისაკენ Road to Bali საკუთარი თავი
1953 ჯენლტმენები ამჯობინებენ ქერათმიანებს Gentlemen Prefer Blondes დოროთი შოუ
1953 ფრანგული რეისი The French Line მერი მეიმ კარსონი
1955 წყლის ქვეშ Underwater! ტერეზა გრეი
1955 ფოსფორის განათება Foxfire ამანდა ლოურენსი
1955 მაღალი მამაკაცები The Tall Men ნელა ტერნერი
1955 ჯენლტმენები ქორწინდებიან შავგვრემნებზე Gentlemen Marry Brunettes ბონი ჯონსი/მიმი ჯონსი
1956 ცხელი სისხლი Hot Blood ენი კალდაში
1956 მეიმი სტოუვერის აჯანყება The Revolt of Mamie Stover მეიმი სტოუვერი
1957 ფუმფულა ვარდისფერი ღამის სამოსი The Fuzzy Pink Nightgown ლორეპ სტივენსი
1958 Colgate Theatre მეგი მალოუნი
1959 ვესტინგჰაუსი -  დესილეს თეატრი Westinghouse Desilu Playhouse ლილი ტრეივერსი
1959 ქალაქის სადღეგრძელო Toast of the Town მომღერალი
1959—1963 რედ სკელტონის შოუ The Red Skelton Show კლარა ეპლბი III / ლილიან მარტინი
1960 დღეები სიკვდილის ხეობაში Death Valley Days მერი ტეილორი
1964 ბედი მონადირეა Fate Is the Hunter ჯეინ რასელი
1966 ჯონი რინო Johnny Reno ნონა უილიამსი
1966 ვაკო Waco ჯილ სტოუნი
1967 დაბადებულები დამარცხებულად The Born Losers მისის შორნი
1970 ქარვაზე უფრო მუქი Darker Than Amber ალაბამას ვეფხვი
1970 Cauliflower Cupids ნაირა დილაურენტო
1980 ტფ The Jackass Trail -
1984 ყვითელი ვარდი The Yellow Rose როუზ ჰოლისტერი
1986 მონადირე Hunter ევა ფონტეინი
2009 с Ron Russell’s Set the Record Straight სტუმარი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anita Gates (February 28, 2011). "Jane Russell, Sultry Star of 1940s and '50s, Dies at 89". New York Times. Retrieved April 28, 2011.
  2. Edmonton Journal, Jan. 21, 2016
  3. Kevin Roderick (February 28, 2011). "Jane Russell, movie sex symbol was 89".[მკვდარი ბმული] LA Observed. დაარქივებულია 28 აპრილს 2011.
  4. "Jane Russell profile". The Economist. March 12, 2011. p. 101.
  5. Duane Byrge (February 28, 2011). "'Gentlemen Prefer Blondes' Star Jane Russell DIes".[მკვდარი ბმული] The Hollywood Reporter. დაარქივებულია 28 აპრილი 2011.
  6. Glenn Lovell, Escape Artist: The Life and Films of John Sturges, University of Wisconsin Press, 2008 p117-124
  7. NEW MOVIE GROUP SIGNS WITH UNITED: Independent Unit Formed by Jane Russell and Husband to Produce Six Films By THOMAS M. PRYOR New York Times 8 Mar 1954: 22.
  8. Looking at Hollywood: Jane Russell, Bob Waterfield Form Own Picture Company Hopper, Hedda. Chicago Daily Tribune 17 Dec 1953: c10.
  9. The Death of Acterss Jane Russell
  10. Rogers, John (February 28, 2011) Jane Russell star of 40s and 50 s films dies at 89. Legacy.Com (Associated Press). Retrieved September 16, 2012.