ჰოვარდ ჰიუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოვარდ ჰიუზი
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1905
ჰამბლი, ტეხასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 5 აპრილი, 1976 (70 წლის)
ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
ალმა-მატერი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
აქტიური 1926–1976

ჰოვარდ ჰიუზი (ინგლ. Howard Hughes; დ. 24 დეკემბერი, 1905 — გ. 5 აპრილი, 1976) — ამერიკელი ბიზნესმენი, ინვესტორი, პილოტი, ინჟინერი, რეჟისორი და ფილანტროპი. [1] ცნობილია როგორც თავისი დროის ფინანასურად ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი. ასევე სახელი გაითქვა სარეჟისორო კარიერით და ავიაციაში შეტანილი წვლილით. ცნობილი იყო თავისი ექსცენტრიული ხასიათით და განმარტოებული ცხოვრების სტილით. ამის მიზეზი მისი აკვიატებული ჩვევები, ავიაკატასტროფის შედეგად დარჩენილი ქრონიკული ტკივილები და სმენის პრობლემები შესაძლოა ყოფილიყო.

ჰიუზმა პოპულარობა მოიპოვა ჰოლივუდში 1920-იანი წლების ბოლოს, როდესაც შექმნა რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი ფილმი, როგორებიცაა რაკეტა (1928),[2] ჯოჯოხეთის ანგელოზები (1930)[3] და „ნაიარევი სახე“ (1932). იგი ფლობდა RKO ფილმების სტუდიას.

1932 წელს მან შექმნა საავიაციო კომპანია „Hughes Aircraft Company“. 1930 წლიდან 1940 წლამდე დაამყარა რამდენიმე სიჩქარის რეკორდი აქ შექმნილი თვითმფრინავებით. ჟურნალ Flying Magazine-ის რეიტინგში, „ავიაციის 51 გმირი“ იკავებს 25-ე ადგილს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]