შინაარსზე გადასვლა

ჯარჯი ფხოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯარჯი ფხოველი
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1943(1943-10-18)
დაბადების ადგილი არახიჯა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 2021(2021-05-27) (77 წლის)
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus უდაბნოს წიგნი
საიტი armuri.georgianforum.com/t458-topic

ჯარჯი ფხოველი (დ. 18 ოქტომბერი, 1943, არახიჯა, დუშეთის რაიონი, საქართველოს სსრ) – ქართველი პოეტი, მთარგმნელი და მწერალი.

ჯარჯი ფხოველი (დავით ციგროშვილი) დაიბადა 1943 წლის 18 ოქტომბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არახიჯაში. საშუალო სკოლა იქვე დაამთავრა, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1966 წელს.

1968–1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობებში, ჟურნალის რედაქციაში.

მუშაობას მალე თავი მიანება. ბოლო 10 წელიწადია თავის მშობლიურ კუთხეს, ფშავს დაუბრუნდა და მოღვაწეობას იქიდან განაგრძობს. მისი ბოლო წიგნი, რომელსაც სახელად „უდაბნოს წიგნი" ჰქვია, სწორედ ამ პერიოდში შექმნილი პოეზიია შესული.

ვიკიციტატა
„ეს არის ჩემი ბოლო წიგნი: ჩემი წამისოფლის ბოლოკუდა... მე არ ვჩქარობ, მაგრამ მომავალში შესაძლოა ერთი წიგნიც დავწერო... [1]

— ამბობს პოეტი ამ წიგნის შესავალში.

ჯარჯი ფხოველს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის, პოეზიისა და მთარგმნელობითი ხელოვნების წინაშე. მან შეძლო სოციალისტური რეალიზმის კლიშეებს გაქცეოდა, ის ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

  • ლექსები, თბ. საბჭ. საქართველო, 1971
  • კვირადღე (ლექსები) / ჯარჯი ფხოველი (ციგროშვილი დავით, თბ. ნაკადული, 1973
  • 43 ლექსი : 1 პოემა, თბ. მერანი, 1974
  • დუმილის ტყე, თბ. საბჭ. საქართველო, 1975
  • მკურნალი მიწა, თბ. მერანი, 1977
  • სამი წელიწადი, თბ. მერანი, 1980
  • ძველი წიგნებიდან ამოკრებილი ლექსები, თბ. საბჭ. საქართველო, 1982
  • ჩაძირული არქიპელაგი და სხვა ლექსები, თბ. მერანი, 1984
  • ლექსები, თბ. საბჭ. საქართველო, 1986
  • გული ყველაფერს ხედავს, თბ. მერანი, 1987
  • ჭრილობები, თბ. მერანი, 1990
  • ლოცვა გულის გადასარჩენად, თბ. საქართველო, 1992
  • ლირიკა, 1989-1997, რედ. ზვიად რატიანი ; მხატვ. ჯემალ ზენაიშვილი, თბ. მერანი, 1998
  • მარტოობის მზე, რედ.: ზაურ კალანდია ; მხატვ.: გოგი წერეთელი, თბ. მერანი, 2002, ISBN 99928-946-1-X
  • ფურცლები (პროზა), რედ. ზაურ კალანდია, თბ. ჯისიაი, 2005, ISBN 99940-17-59-4
  • დილის არაყი რედ. ლერი ალიმონაკი; მხატვ. გოგი წერეთელი, თბ. ჯისიაი, 2005, ISBN 99940-17-56-X
  • 100 ლექსი, შემდგ. ზაურ კალანდია, თბ. ინტელექტი, 2012, ISBN 978-9941-440-16-8
  • შავი რვეული რედ. ბაღათერ არაბული; მხატვ. გიორგი წერეთელი, თბ. მერანი, 2012, ISBN 978-9941-9269-8-3
  • უდაბნოს წიგნი, რედ. ილო ფხოველი, თბ. საუნჯე, გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური, 2013, ISBN 978-9941-442-72-8
  • ყვავილი სარკეში (ძვ. ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია), მხატვარი გოგი წერეთელი, თბ. მერანი, 1990

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]