შინაარსზე გადასვლა

ჯავანშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯავანშირი

ჯავანშირის ბრინჯაოს სკულპტურა აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმიდან (ორიგინალი ინახება ერმიტაჟში)
კავკასიის ალბანეთის მთავარი
კორონაცია: 637
მმართ. დასაწყისი: 637
მმართ. დასასრული: 681
წინამორბედი: ვარაზ-გრიგორი
მემკვიდრე: ვარაზ-თრდატ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 სექტემბერი, 616
გარდ. თარიღი: 1 იანვარი, 680
შვილები: ვარაზ-თრდატ I
დინასტია: მიჰრანიდები
მამა: ვარაზ-გრიგორი
დედა: გორიდუხტი
რელიგია: ქრისტიანობა

ჯავანშირი (სპარს. Javān Šīr — ახალგაზრდა ლომი[1][2] დ. 616 — გ. 680) — კავკასიის ალბანეთის მთავარი მიჰრანიდების დინასტიიდან. ალბანეთის ერთ-ერთი პროვინციის გარდმანის მმართველი.

დინასტია, რომელსაც მიეკუთვნებოდა ჯავანშირი სპარსული წარმოშობისა იყო[3][4][5]. ჯავანშირის მამა ვარაზ-გრიგორი იყო გარდმანის პირველი მმართველი, რომელმაც მიიღო სრულიად ალბანეთის მთავრის ტიტული. თავად ჯავანშირი ალბანეთს მართავდა 637-680 წლებში. გამეფებამდე იბრძოდა არაბების წინააღმდეგ. 636 წელს მონაწილეობა მიიღო არაბების წინააღმდეგ გამართულ კადისიის ბრძოლაში. 660 წელს ბიზანტიის იმპერიასთან დადო ზავი არაბთა სახალიფოს საწინააღმდეგოდ. თუმცა 667 წელს სამხრეთიდან არაბებისა და ჩრდილოეთიდან ხაზარების თავდსხმების შიშის ქვეშ აღიარა სახალიფოს ვასალობა. მოკლეს გავლენიანი ფეოდალების შეთქმულების შედეგად.

მისი მმართველობის პერიოდში და სავარაუდოდ მისივე ბრძანებით დაიწერა მის შესახებ მთავარი ისტორიული წყარო „ალვანთა ისტორია“, რომელიც ეკუთვნის მოვსეს კალანკატვაცის.

  • Chaumont, M. L. (1985). „ALBANIA“. Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 8. pp. 806–810.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Bosworth, C. Edmund (1986). „ARRĀN“. Encyclopaedia Iranica, Vol. II, Fasc. 5. C. Edmund Bosworth. pp. 520–522.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  1. Stephen H. Rapp. Studies in medieval Georgian historiography: early texts and Eurasian contexts. Peeters Publishers, 2003. ISBN 9042913185. Стр.242
  2. А. Гафуров. Имя и история. М.: «Наука», 1987 г.
  3. მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 2, გვ. 698-699, თბ., 1977
  4. ARRĀN – Encyclopaedia Iranica. C. E. Bosworth. iranicaonline.org. ციტირების თარიღი: 2014-12-11.
  5. ALBANIA – Encyclopaedia Iranica. M. L. Chaumont. iranicaonline.org. ციტირების თარიღი: 2014-12-11.