შინაარსზე გადასვლა

ხსნადი ყავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხსნადი ყავის გრანულები

ხსნადი ყავა (ხალხ. უნალექო ყავა) — სასმელი, მზადდება ყავისგან. სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესით ყავა იფქვევა და გარდაიქნება ფხვნილად ან გრანულებად. ცხელი წყლის დამატებით მიიღება სასმელი, ნატურალურ ყავასთან მიახლოებული გემოთი. ზოგიერთი სამარკო ნიშნით გამოშვებულ ხსნადი ყავის გრანულებში დეჰიდრატაციასთან ერთად წარმოებს დეკოფეინიზაციაცკოფეინის შემცველობის შემცირება.

ხსნადი ყავის უპირატესობაა – სასმელის მომზადების სისწრაფე და შენახვის დიდ ვადა (ნატურალური ყავა სხვასხვა ზეთების აორთქლების შედეგად მალე კარგავს არომატს).

ხსნადი ყავის ძირითადი ნაკლია ნატურალურ ყავასთან შედარებით სუსტი არომატი. ბოლო დროს ძვირადღირებული სამარკო ნიშნებს ქვეშ გამოშვებულ ხსნად ყავაში არომატისთვის უმატებენ ხელოვნურ ან ნატურალურ ყავის ზეთებს.

ხსნადი ყავა პირველად გამოიგონა ჩიკაგოში მომუშავე იაპონელმა მეცნიერმა სატორი კატომ (Satori Kato) 1901 წელს.

1903 წელს ლიუდვიგ როზელიუსმა (Ludwig Roselius) შეიმუშავა დეკოფეინიზაციის პროცესი.

1906 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონმა (George Constant Washington) შეიმუშავა მასიური წარმოებისთვის გამოსადეგი ხსნადი ყავა. 1909 წელს მან მსოფლიოს ბაზარზე გამოიტანა პირველი კომერციული ხსნადი ყავის პროდუქტი სავჭრო ნიშნით "Red E Coffee".

1938 წელს გაჩნდა მსოფლიოში პოპულარული სავაჭრო ნიშანი ყავა Nescafe. იგი შემუშავდა შვეიცარიული კომპანია Nestle–სა და ბრაზილიის მთავრობის ხელშეწყობით, რომელიც ყავის ჭარბი რაოდენობის პრობლემის წინაშე იდგა. პროდუქტმა მალე მოიპოვა პოპულარობა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ–ში, შემდგომ კი ევროპაში გავრცელდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: