ხატიბ ალ-ბაღდადი
იერსახე
ხატიბ ალ-ბაღდადი (დ. 1002, ბაღდადთან ახლოს — გ. 1071, ბაღდადი) — არაბი ისტორიკოსი და ბიოგრაფი. იყო ხატიბად (მქადაგებლად) ბაღდადში, საიდანაც მოდის მისი სახელი. ხატიბ ალ-ბაღდადის მრავალრიცხოვან ნაშრომთა შორის აღსანიშნავია 14-ტომიანი „ბაღდადის ისტორია“, რომელშიც გადმოცემულია 7830-მდე ბიოგრაფია იმ პირებისა, რომლებიც ამ ქალაქთან იყვნენ დაკავშირებულნი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თხზულების შესავალი ნაწილი, რომელიც შეიცავს მეტად საინტერესო ცნობებს ქალაქ ბაღდადის გეოგრაფიის, ტოპოგრაფიისა და ისტორიისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 442.