შინაარსზე გადასვლა

ხაპროვსკის ნაქალაქარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაპროვსკის ნაქალაქარი
Хапровское городище
მდებარეობა რუსეთი, როსტოვის ოლქი
თარიღდება ბრინჯაოს ხანა

ხაპროვსკის ნაქალაქარი (რუს. Хапровское городище), ასევე ცნობილია როგორც ხაპროვსკის ბრინჯაოს ხანის დასახლება — ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მდებარეობს როსტოვის ოლქის მიასნიკოვის რაიონის სოფელ კალინინის მახლობლად. დასახლება დაარსდა ბრინჯაოს ხანაში[1].

ხაპროვსკის ნაქალაქარის აყვავების თარიღად ისევე როგორც მთელი რიგი ნაქალაქარებისა (გნილოვსკი, კობიაკოვო და საფიანოვა), მიიჩნევა ძვ. წ. I ათასწლეული. მისი აქტიური განვითAრება შენელდაძვ. წ. VIII საუკუნეში, ზოგიერთი სხვა წყაროების მიხედვით ამ პერიოდში იგი უკვე განადგურებულია[2].

არქეოლოგმა ევგენი ივანეს ძე ბესპალნიმ დაიწყო ხაპროვსკის ნაქალაქარის ზედა კულტურული ფენის გამოკვლევა 1971 წელს. მან აღმოაჩინა რამდენიმე ნივთი, მათ შორის ტერაკოტის ფიგურების ნაშთები, მათი სიმაღლე იყო 5,7 სმ, აქედან 1,3 სმ სიმაღლის იყო თავის ქალა. ფიგურების დასამზადებლად გამოიყენეს ნარინჯისფერ-ყავისფერი თიხა. ასევე აღმოაჩინეს ქარსის მცირე რაოდენობაც. თიხა შედგება სამი, შავი-ნაცრისფერი ფერისაგან.

XXI საუკუნემდე კარგადაა შემორჩენილი ფიგურების სახის გამოსახულებიანი თავები. მათზე გარგადაა გამოკვეთილი ცხვირი, მაგრამ თვალები არ აღენიშნება. თავზე მდებარეობს გრძელი რქები და არასიმტრიული ფორმის ყურები. არსებობს მოსაზრება, რომ ფიგურა შეიძლება იყოს მარიონეტი, რომელიც მოძრაობდა ქვედა კიდურების საშუალებით. ხაპროვსკის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ფიგურები ახლოს დგას პანტიკაპეონის II-III საუკუნეების ანტროპომორფულ ფიგურებთან. ხაპროვსკის ნაქალაქარის აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ახ. წ. II-III საუკუნეებით, ამავე საუკუნეებით თარიღდება ნაქალაქარის ზედა ფენაც[3].

რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს 2015 წლის 17 სექტემბრის № 1561-р ბრძანების შესაბამისად ობიექტი დაარეგისტრირეს რუსეთის ფედერაციის ხალხთა მემკვიდრეობის ერთიან სახელმწიფო რეესტრში, როგორც რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1].

  1. 1.0 1.1 Приказ Министерства культуры Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-25. ციტირების თარიღი: 2017-09-23.
  2. Русская вера, или Религиозные войны от Святослава Храброго до Ярослава Мудрого. Сергей Шведов
  3. А. Г. Язовских. Терракота Хапровского городища