შინაარსზე გადასვლა

ხანი (ჩინეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ხანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხანი.

ხანი — ხალხი ჩინეთში, ძირითადად იუნანის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. რაოდენობა 1 660 932 ადამიანი (2010). მათი ენა განეკუთვნება ტიბეტურ-ბირმულ ენებს. იყოფიან სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად. ინარჩუნებენ ძველ ანიმისტურ რწმენებს, რომელზედაც გავლენა აქვს დაოსიზმს. XX საუკუნეში გავრცელდა ქრისტიანობაც. ძირითადი საქმიანობა — მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ნადირობა, თევზჭერა. განვითარებულია ხელოსნობა.