ხაზრი
იერსახე
ხაზრი (აზერ. Xəzri) — აზერბაიჯანული ავტომატი. მას აწარმოებდა აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტრო AK-74M ლიცენზიით. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით იარაღის გამოყენების უფლება 10 წლის ვადით იქნა მიღებული. შეთანხმების დეტალების მიხედვით, რუსულმა მხარემ აიღო იარაღის ყველა ნაწილისა და კომპლექტის მიწოდება და შეთანხმდნენ, რომ ყველა დაგეგმილი დანადგარის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთვის. შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ამ იარაღს 2020 წლამდე იყენებდნენ.