შინაარსზე გადასვლა

წიფელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წიფელი

წიფლის ტყე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  წიფლისებრნი
გვარი:  წიფელი
ლათინური სახელი
Fagus

წიფელი (ლათ. Fagus) — ერთსახლიან, ცალსქესიან ანემოფილურ მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ხეებია. გავრცელებულია ევროპის, კავკასიის, წინა აზიის ჩრდილოეთ მხარის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილის ოკეანური ჰავის მთიან ოლქებში. გვარში 10 სახეობაა. ნელა იზრდება, ცოცხლობს 400 წელს და მეტსაც.[1]

საქართველოში ხარობს აღმოსავლური წიფელი. მისი სიმაღლე 34-40 მ (იშვიათად 50 მ) აღწევს. მძლავრი წელში გამართული ხეა, აზიდული ვარჯი და გლუვი ნაცრისფერი ქერქი აქვს. გავრცელებულია როგორც კავკასიის მთიანეთში, ასევე ჩრდილოეთ ირანში, ჩრდილოეთ ანატოლიაში, ხოლო ადგილობრივ — აღმოსავლეთ ბალკანეთში.

წიფელი მაღალი სიხშირის, შეკრულ და დაბურულ კორომებს ქმნის. იგი საქართველოს მთავარი ტყის შემქმნელი სახეობაა. ტყის ვერტიკალური გავრცელების ზედა საზღვართან იზრდება გაღუნული და ტანბრეცილი ხეების სახით. წიფლის მერქანს საუკეთესო ფიზიკური და ტექ. თვისებები აქვს, მეტად გამძლეა წყალში. წიფლის ნაყოფი (წიწიბო) მდიდარია ცხიმი, შეიცავს ალკალოიდს ფაგინს. იჭმება, გემრიელია, მაგრამ უმი მაწყინარია. ტყის მრავალი ბინადარის მთავარი საკვებია; შინაური ცხოველების, ჩვეულებრივ ღორების, გამოსაკვებად საუკეთესოა. ხდიან სასურსათო და ტექნიკურ ზეთს.

ანტარქტიკული წიფელი, რომელიც Nothofagus-ის გვარს (17 სახეობას აერთიანებს) მიეკუთვნება, გავრცელებულია სამხრეთ ნახევარსფეროში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]