წვრილმანების ღმერთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წვრილმანების ღმერთი (ინგლ. The God of Small Things) 一 არის ინდოელი მწერლის, არუნდატი როის მიერ დაწერილი საოჯახო დრამატული რომანი და ამავდროულად სადებიუტო ნაწარმოები. ეს არის ამბავი ტყუპი ძმების ბავშობის გამოცდილებაზე, რომელთა ცხოვრებაც ნადგურდება 1960-იან წლებში, ინდოეთში, კერალში გავრცელებული "სიყვარულის კანონების" გამო. რომანი იკვლევს, თუ როგორ აყალიბებს მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამ ადამიანის ქცევას და მათ ცხოვრებას. რომანი ასევე იკვლევს კასტიციზმის მუდმივ ეფექტებს ინდოეთში. 1997 წელს ამ წიგნმა ბუკერის პრემია დაიმსახურა.

წვრილმანების ღმერთი იყო როის პირველი და ერთადერთი რომანი 2017 წლის ნაწარმოების -"უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო" - გამოქვეყნებამდე, ზუსტად 20 წლის თავზე. მან 1992 წელს დაიწყო ხელნაწერის წერა "წვრილმანების ღმერთი" და დაასრულა ოთხი წლის შემდეგ, 1996 წელს. იგი გამოიცა შემდეგ წელს. მისი პოტენციალი პირველად აღიარა პანკაჯ მიშრამ, HarperCollins-ის რედაქტორმა, რომელმაც ის სამ ბრიტანულ გამომცემლობას გაუგზავნა, რომ ეინასწარ მიეღო 500000 ფუნტი და წიგნის უფლებები გაეყიდა 21 ქვეყანაში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი ვითარდება აიმანაში(კოტაიმსა რაიონის ნაწილი,ინდოეთი).რომანს არაერთგვაროვანი თხრობის სტილი აქვს -  იგი ორ დროში მიმდინარეობს, პირველი 1969 წელს, როდესაც ტყუპები შვიდი წლისანი არიან და 1993  წელს, როცა ტყუპები გაერთიანდებიან.

Ammu Ipe სასოწარკვეთილად ცდილობს გაექცეს თავის ბოროტ მამას,რომელიც ცნობილია როგირც პაპაჩი და მისი სულგრძელი დედა,რომელიც ცნობილია როგორც მამაჩი.ის ტოვებს აიმენს და რომ არ დაბრუნდეს,ცოლად გაჰყვება კაცს სახელად ბაბა.მოგვიანებუთ აღმოაჩენს,რომ ის ალკოჰოლიკია და ფიზიკურად ძალადობს მასზე და ცდილობს მის პატრონს მიაბაროს.ამუმი გააჩენს ესტას და რაჰელს,ტოვებს ქმარს და ბრუნდება აიმენემში მშობლებთან და ძმასთან,ჩაკოსთან საცხივრებლად.ჩაკო ინგლისიდან ინდოეთში დაბრუნდა ინგლისელ ქალთან,მარგარეტთან განქორწინებისა და პაპაჩის შემდგომი სიკვდილის შემდეგ.

აიემენში არის მრავალი სირიელი ქრისტიანი ოჯახი.როგორც ახალგაზრდა გოგონას,ბეიბი კოჩამს შეუყვარდა მამა მალიგანი,ახალგაზრდა ირლანდიელი მღვდელი,რომელიც აიემენში იყო ჩასული.მასთან დაახლოების მიზნით,ბაბი კოჩამა რომის კათოლიციზმზე გადავა და ამმამისის სურვილის საწინააღმდეგოდ შეუერთდება მონასტერს.მონასტერში რამდენიმე თვის შემდეგ განაცნობიერა მან,რომ აღთქმამ არ დაახლოვა იგი სასურვეკ მამაკაცთან. საბოლოოდ მამამ გაიხსნა იგი მონასტრიდან და გაგზავნა ამერიკაში განათლების მისაღებად.მამა მალიგანასადმი დაუკმაყოფილებელი სიყვარულის გამო,ბაბი კოჩამა მთელი ცხივრება გაუთხოვარი დარჩა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწარდებოდა.მთელი წოგნის განმავლობაში ის ახერხებს სხვის უბედურებას და გამუდმებით მანიპულირებს ხალხზე უბედურების მოსატანად.

არ ქონდა მნიშვნელობა,რომ ამბავი დაიწყო,რადგან კათაკმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინა,რომ დიდი ისტორიების საიდუმლო ისაა,რომ მათ არ აქვთ საიდუმლოებები.დიდი ისტორიები არის ის,რაც გსმენიათ და გსურთ კიდევ ერთხელ გაიგოთ.ისეთები,ადაც ყველგან შეგიძლიათ შეხვიდეთ და კონფორტულად დასხდეთ.ისინი არ მოგატყუებენმღელვარებით და ხრიკებით.

მარგარეტის მეორე მეუღლის,ჯოს გარდაცვალებამ ჩაკო აიძულა,მოიწვიოს იგი და მათი ქალიშვილი სოფი,რათა შობა აიემენში გაატარონ.აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მარგარეტისა და სოფის ასაყვანად ოჯახი სტუნრობს თეატრს და გზად ისინი ხვდებიან კომუნისტი მომიტინგეების ოჯახს,რომლებიც გარს ახვევენ მანქანას და ამცურებენ პატარა კოჩამას.რაჰელი ფოქრობს,რომ მომიტინგეებს შორის ხედავს ველუტას,მსახურს,რომელიც მუშაიბს ოჯახის მწნილის ქარხანაში,Paradise Pickles and Preserve-ში აკეთებს დამატებით სამუშაოებს მამაჩისთვის.მოგვიანებით თეატრში ესტას სქესობრივ შეურაცხყოფას აყენებეს,გამყიდველი,რომელიც მუშაობს საჭმლის დახლზე.ესტაზე ძალიან ტრავმულ გამოცდილებას ახსენს.

რაჰელის მტკიცება,რომ მან დაინახა ველუტა კომუნისტურ ბრბოში,აიძულებს ბეიბი კოჩამას დაუკავშირდეს ველუტას.რაჰელი და ესტა ქმნიან საეჭვო კავშირს ველუტასთან და შეუყვარდებათ იგი.ამუს მალევე იზიდავს ველუტა,ძირითადად შვილების მისადმი სიყვარულის გამო და საბოლოოდ,ისინი იწყებენ ხანმოკლე რომანტიკულ რომანს.ველუტა არის დალიტი,ყველაზე დაბალი კასტა,რაც იმას ნიშნავს,რომ მისი რომანი ამუსთან აკრძალულია და კულმინაციას იწვევს ოჯახის ტრაგედიით.

როდესაც მის ურთიერთობას ველუტასთან მამა,ველია პააპენი გაიგებს სასიყვარულო ამბავს,ამუს გამოკეტავს თავის ოთახში და ველუტას გააძევებს.გაბრაზებული ამუ ტყუოებს ადანაშაულებს თავის უბედურებაში და უწოდებს მათ "ქარის წისქვილის ქვებს"შეწუხებული ესტა და რაჰელი გაქცევას გადაწყვეტენ.მათ უერთდება მათი ბიძაშვილი სოფო.ღამის განმავლობაში,როდესაც ისინი ცდილობენ მიაღწიონ მიტოვებულ სახლს მდინარის გადაღმა,მათი ნავი იძირება და სოფო იხრჩობა.როდესაც ნარგარეტი და ჩაკო ბრუნდებიან მოგზაურობიდან,სადაც ისინი მარგარეტისა და სოფოს დასაბრუნების მოსაწყობად წავიდნენ,ხედავენ სოფოს გვამს დივანზე.

ბაბი კომაჩა მისი პოლიციაში და ადანაშაულებს ველუტას სოფოს სიკვდილში.პოლიციელები სასტიკად გაუსწორდებიან სიკვდილის პირამდე მიიყვანენ და შემდეგ აპატიმრებენ.ტყუპები საბოლოდ სიმართლეს ეტყვიან პოლიციის უფროას თომას მეთიუს,ის შეშფოთებულია.არ არის უცნობი იმით რომ ველუტა კომუნისტია,მას ეშინია,რომ თუ გავრცელდება ,რომ დაპატიმრება და ცემა არასწორი იყო ,ეს გამოიწვევს ადგილობრივ კომუნისტებს შორის არეულობას.მეთიუ ემუქრება ბაბი კომაჩას პასუხისმგებლობის ცრუ ბრალდებაში.თავის გადასარჩენად ბაბი კომაჩა ატყუებს ესტას და რაჰენს,რათა დაიჯერონ,რომ ორივე მათგანი იქნება სოფოს მკვლელიბაის ჩართული.

სოფოს დაკრძალვის შემდეგ,ამუ პოლიციაში მიდის,რათა სიმართლე თქვას ველუტასთან ურთიერთობის შესახებ.გამიაშკარავების მიზნით ბაბი კოჩამა არწმუნებს ჩაკოს,რომ ამუ და ტყუპები იყვნენ პასუხიმგებელი სოფოს სიკვდილზე.ჩაკო ამუს სახლიდან აგდებს და აიძულებს ესტა მამამისთან გაგზავნოს.ამუ რამდენიმე წელში 31 წლის ასაკში მოტელში კვდება.

ინდოეთში მშფოთვარე ბავშობის და მოზარდობის შემდეგ,რაჰელი დაქორწინდება და ამერიკაში მიდის,იქ იგი განქორწინდება,სანამ დაბრუნდება აიემენში მუშაობს ჩიხში.ესტა და რაჰელი 31 წლის ასაკში,პირველად გაერთიანდებიან ბავშობის შემდეგ.მათ არ ასვენებდათ მათი დანაშაული და მწუხარებით სავსე წარსული.რომანის ბოლოს ესტა და რაჰელი ინცესტურ სექსში არიან დაკავებულნი და ნათქვამია,რომ "ის, რაც მათ იმ ღამეს გაიზიარეს,არ იყო ბედნიერება,არამედ საშინელი მწუხარება".რომანი მთავრდება ამუსა და ველუტას სასიყვარულო ურთიერთობის ნოსტალგიური მოთხრობით.

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის ისტორია და პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის ისტორია და პოლიტიკა "წვრილმანების ღმერთში" შეთქმულებასა და მნიშვნელობას სხვადასხვა გზით აყალიბებს.როის ზოგიერთი კომენტარი ზედაპირზეა,ხუმრობებითა და სიბრძინის ფრაგმენტებით ინდოეთის პოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით.თუმცა, რომანი ასევე განიხილავს ამ რეალობის ისტორიულ ფესვებს და ავითარებს ღრმა შეხედულებებს იმის შასახებ,თუ როგორ ჩნდება ადამიანი სასოწარკვეთა და სურვილი მტკიცედ შემორჩენილი კასტური საზოგადოების საზღვრებიდან.

კასტის ურთიერთობები და კულტურული დაძაბულიბა ინდოეთის ისტორიისა და პოლიტიკაზე მისი კომენტარის გარდა,როი აფასებს ინდოეთის პოსტკოლონიალურ კომპლექსს ან მრავალი ინდიელის კულტურულ დამოკიდებულებას მათი ყოფილი ბრიტანელი მმართველების მიმართ.მას შემდეგ,რაც ამუ მამა ჰანდიზე უწოდებს "სამწმენდელს" ბრიტანელებისადმი მისი ბრამ ერთგულებისთვის,ჩაკო ტყოებს უხსნის,რომ ისინი ანგლოფილებს,ან ბრიტანული კუკტურის მოყვარულთა ოჯახიდან არიან.

აკრძალული სიყვარული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როის აკრძალული სიყვარულის თემის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია არის,ის რომ სიყვარული ისეთი ძლიერი და უკონტროლა ძალაა,რომ მას ვერცერთი ჩვეულებრივი სოციალური კოდი ვერ შეიცავს.მეორე ის არის,რომ ჩვეულებრივი საზოგადოება როგორღაც ცდილობს გაანადგუროს ნამდვილი სიყვარული,როს გამოც რომანში სიყვარული მუდმივად უკავშირდება დაკარგვას,სიკვდილს და მწუხარებას.ასევე რადგან რომანში მთელი რომანტიკული სიყვარული მჭიდრო კავშირშია პოლიტიკასა და ისტორიასთან,შესაძლებელია,რომ როი ხაზს უსვამს პირადი სურვილის კავშირს ისტორიის უფრო დიდ თემებთან და სოციალურ გარემოებებთან.ამიტომ სასიყვარულო იქნება ემოცია,რომელიც შეიძლება აიხსნას მხოლოდ ორი ხალხის კულტურული წარმომავლობისა და პოლიტიკური იდენტობის მიხედვით

ღალატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღალატი ამ ამბავში მუდმივი ელემენტია.სიყვარული,იდეალები და თავდაჯერებულობა მიტოვებულია,შეგნებულად და გაუცნობიერებლად,უდანაშაულოდ და ბოროტად,და ეს მოტყუებები ღრმად მოქმედებს ყველა პერსონაჟზე.

ბაბი კომაჩს შეუძლია მოატყუოს და მოჰკვეთოს ყველა,ვინც მის სოციალურ მდგომარეობას ხელს უშლის.ეს იმის შედეგია,რომ მისი პარივისცემა დაკარგა მას შემდეგ,რაც რომაელი კათოლიკე მონაზონი გახდა,რათა დაუახლოვდეს მამა მალგინს,მიუხედავად მამის უკმაყოფილებისა.მისი შიში მაგონებს ამხანაგ პილაის შიშს,რომელიც ბოტს ღალატობს.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არათანაბარი თხრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წვრილმანების ღმერთი არის დაწერილი თანმიმდევრული თხრობის სტილით,რომელშიც მოვლენები ქრონოლოგიურად ვითარდება.სამაგიეროდ,რომანი არის ფლეშბექებისა და გრძელი გვერდითი ტრაქტატების პაჩვორკი,რომელიც ერთმანეთში ერწყმის ოჯახის ისტორიას.

შეხედულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი მოთხრობილია მესამე პირში.თუმცა,თხრობის დიდი ნაწილის განმავლობაში მკითხველი ყველაფერს ხედავს რაჰელის თავლით.ეს აძლევს მკითხველს განსაკუთრებულ წარმოდგენას მოვკენებისა და პერსონაჟების შესახებ.მთელი წიგნი არის სხვადასხვა მომენტები,რომელიც იკვეთება.ერთ მომენტში არის ბავშვის თვალით,ბავშვის გრძნობებითა და დასაბუთებით ჩანს.მოგვიანებით ერთი და იგივე ფაქტები,საგნები და ადამიანები სულ სხვა კუთხით ჩანან.

პარამეტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი ვითარდება ინდოეთში, კერალას კოტაიამის რაიონის სოფელ აიმენემში. სიუჟეტის ძირითადი ნაწილი ვითარდება 1969 წელს, იდეოლოგიისა და გავლენის ცვლილებების დროს.

ინდოეთი ძალიან რთული საზოგადოებაა სხვადასხვა კულტურული და რელიგიური ჩვევებითა და შეხედულებებით. ინდუსები, ბუდისტები, სიქები, ქრისტიანები და მუსულმანები იზიარებენ ერთსა და იმავე სივრცეს. საზოგადოება იყოფა არა მხოლოდ ძალიან მკაცრი კასტური სისტემით, არამედ კლასობრივი ცნობიერებითაც. ინდოეთში ბევრ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ უმაღლესი კლასები წყვეტენ ინგლისურად ლაპარაკს, შვილების გაგზავნას ინგლისში სასწავლებლად და გარკვეული ინგლისური ჩვევების მიღებაზე. თავად კერალას, სადაც სიუჟეტი ვითარდება, აქვს რთული სოციალური წყობა, სადაც ინდუსები, მუსულმანები და ქრისტიანები აჩვენებენ სხვადასხვა ცხოვრების წესს და ტრადიციებს. მას ასევე ჰყავს ყველაზე დიდი ქრისტიანული მოსახლეობა ინდოეთში, ძირითადად წმინდა თომას ქრისტიანები ან სირიელი ქრისტიანები. კოტაიამის რაიონში ქრისტიანები უმრავლესობას წარმოადგენენ.

როიმ აღწერა წიგნი, როგორც "გამოცდილებისა და წარმოსახვის განუყოფელი ნაზავი".

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]