შინაარსზე გადასვლა

ლეკვერთხის ორდენი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წვივსაკრავის ორდენი)
ლეკვერთხის ყველაზე კეთილშობილი ორდენი

ლეკვერთხის ყველაზე კეთილშობილი ორდენი ან წვივსაკრავის ყველაზე კეთილშობილი ორდენი (ინგლ. The Most Noble Order of the Garter, შემოკლებით - ინგლ. KG) — ედუარდ III-ის მიერ დაარსებული ბრიტანეთის რაინდული ორდენი, რომელიც მან 1348 წელს დააარსა. ლეკვერთხის კეთილშობილი ორდენი არის ბრიტანეთის საპატიო რაინდულ ორნდეთა შორის ყველაზე უფროსი და მისი უპირატესია მხოლოდ ვიქტორიის ჯვარი და ჯორჯის ჯვარი. ლეკვერთხის ორდენი ეძღვნება ინგლისის მფარველი წმინდანის წმინდა გიორგის სახელს.

ორდენის წევრთა დანიშვნა არის ხელმწიფის უფლებამოსილება და, როგორც წესი, ხდება ეროვნული წვლილის აღიარების, საჯარო სამსახურში მიღწეული წარმატებისა ან სუზერენის პირადი სამსახურისთვის. ორდენის ახალი წევრების განცხადება გიორგობას - 23 აპრილს ხდება.[1] ორდენის წევრთა რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ ხელმწიფით, უელსის პრინცითა და არა უმეტეს 24 ცოცხალი წევრით. ორდენის უმცროსი (ურიგო) წევრები ასევე არიან რაინდები და ქალბატონები (მაგ.: ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები და უცხოელი მონარქები).