შინაარსზე გადასვლა

წამწამიანი ჭიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წამწამიანი ჭიები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Turbellaria

წამწამიანი ჭიები, ტურბელარიები (ლათ. Turbellaria) — ბრტყელი ჭიების კლასი; ორმხრივ-სიმეტრიული ცხოველების ყველაზე პრიმიტიული ჯგუფი. აქვთ თითისტარის, წვეთის, ფოთლის ან თასმისებური ფორმის სხეული, რომლის სიგრძე მმ-ის მერამდენიმე ნაწილიდან 35 სმ აღწევს. დაფარულია წამწამოვანი ეპითელიუმით. მარტივი ფორმები მოძრაობენ წამწამებით, მსხვილი — კუნთების შეკუმშვით. სხეულის ღრუ არა აქვთ, შინაგან ორგანოთა შორის არეები პარენქიმითაა ამოვსებული. პირის ღრუ მოთავსებულია მუცლის მხარეზე, სხეულის შუაში, წინა ან უკანა ბოლოზე. პრიმიტიულ ფორმებში საჭმლის მონელება განსაკუთრებულ საჭმლის მომნელებელ უჯრედებსა ან პარენქიმის განსაკუთრებულ ღრუებში. დანარჩენ წამწამიანი ჭიებს აქვთ ტომრისებრი ან განტოტვილი ნაწლავი. უკანა ხვრელი არ გააჩნიათ. სუნთქავენ კანით.