ძველი წმინდა პავლეს კათედრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი წმინდა პავლეს კათედრალის ციფრული რეკონსტრუქცია. სურათი დაფუძნებულია მოდელზე, რომელიც დაცულია ლონდონის მუზეუმში. უკანა ფონად აღებულია თანამედროვე ქალაქის ხედი.

ძველი წმინდა პავლეს კათედრალი (ინგლ. Old St Paul's Cathedral) — საკათედრო ტაძარი, რომელიც მდებარეობდა ლონდონის სიტიში, სანამ მას ლონდონის დიდი ხანძარი გაანადგურებდა. მის ადგილას აგებულია დღევანდელი წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი. ძველი წმინდა პავლეს კათედრალი აიგო 1087 წლიდან 1314 წლამდე. კათედრალი იყო მეოთხე ტაძარი, რომელიც აშენდა ლუდგეიტის ბორცვზე.[1]

ტაძრის მშენებლობა დაიწყო უილიამ დამპყრობლის მიერ 1087 წლის ხანძრის შემდეგ. მშენებლობა გაგრძელდა 200 წელი, რა დროის განმავლობაშიც შეფერხებული იყო 1135 წლის ხანძრის გამო. მე-14 საუკუნეში კათედრალი მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი ტაძარი იყო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბენჰემი, 3–7.