ძველი იაპონური ენა
ძველი იაპონური ენა (იაპონურად 上代日本語 jōdai nihongo მ.შ.ს.დ.მ. 上古日本語 jōko nihongo) — იაპონური ენის უძველესი, დამწერლობის მქონე ერთ-ერთი ფორმა.
დათარიღების პრობლემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი იაპონური ენის ზუსტი დათარიღება გაძნელებულია. დასათარიღებელი დროის ყველაზე მისაღები ზემო ზღვარი უნდა იყოს 794 წელი, როცა დედაქალაქი ჰეიჯო-კჲოდან ჰეიან-კჲოში გადაიტანეს. რაც შეეხება დროის ქვემო ზღვარს, იგი სრულიად გაურკვეველია.
ნაპოვნია ხის დაფებსა და სხვა რელიქტებზე შესრულებული ფრაგმენტული წარწერები, მაგრამ პირველი მეტ-ნაკლები სიდიდის ტექსტი არის კოჯიკი 712 წლიდან. ეს დრო კი სრულიად შემთხვევით ნარას პერიოდს ემთხვევა (710–794 წლები).
დამწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უძველესი დამწერლობის წყაროებს წარმოადგენს კოჯიკი (712), ფუდოკი (720), ნიჰონ შოკი (720) და მან’ჲოში (771 წლის შემდეგ).
ყველაზე ადრეული ტექსტები იაპონიაში შექმნილია კლასიკურ ჩინურზე, ტექსტებს, სავარაუდოდ, კანბუნის მეთოდით იაპონურად კითხულობდნენ. ტექსტების ნაწილში ჩანს იაპონური გრამატიკის გავლენა. მაგ. ზმნის დაყენება ობიექტის შემდეგ. ამგვარ „ჰიბრიდულ“ ტექსტებში დროდადრო ჩინურ ნიშნებს ფონეტიკურ ნიშნებად ანაცვლებდნენ-ხოლმე იაპონური ნაწილაკების გამოსახატავად. დროთა განმავლობაში ჩინური სადამწერლო ნიშნების გამოყენება ისე გახშირდა რომ საბოლოოდ მანიოგანა (Man’yōgana) წარმოიშვა. ეს სისტემა ადგილ-ადგილ ისედაც გამოიყენებოდა კოჯიკის არაპროზაულ ტექსტებში მანამ, სანამ უკვე ჩამოყალიბებული ფორმის მქონე მანიოშუს (Man’yōshū) გამოიყენებდნენ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hisataka Omodaka: Jidaibetsu Kokugo Daijiten: Jōdaihen. Sanseidō (澤瀉 久孝: 時代別国語大辞典:上代編. 三省堂), 1967, ISBN 4-385-13237-2
- Akiho Yamaguchi, Hideo Suzuki, Ryūzō Sakanashi, Masayuki Tsukimoto: Nihongo no Rekishi. Tōkyō Daigaku Shuppankai (山口 明穂, 鈴木英夫, 坂梨隆三, 月本幸: 日本語の歴史. 東京大学出版会), 1997, ISBN 4-13-082004-4
- Susumu Ōno: Nihongo no Keisei. Iwanami Shoten (大野 晋: 日本語の形成. 岩波書店), 2000, ISBN 4-00-001758-6
- Samuel E. Martin: The Japanese Language Through Time. Yale University, 1987, ISBN 0-300-03729-5
- Marc Hideo Miyake: Old Japanese. A Phonetic Reconstruction. RoutledgeCurzon, London, New York 2000, ISBN 0-415-30575-6
- Masayoshi Shibatani: The Languages of Japan. Cambridge University Press, 2000, ISBN 0-521-36918-5