ციტოპლაზმა
იერსახე
ციტოპლაზმა — ანუ უჯრედის შიგთავსი ნახევრად თხევადი უჯრედშიდა გარემოა, რომელშიც განლაგებულია ორგანოიდები: გლუვი და მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადე, მიტოქონდრიები, გოლჯის კომპლექსი, ლიზოსომები, რიბოსომები, უჯრედის ცენტრი. ციტოპლაზმისაგან ისინი გამოყოფილია პლაზმური მემბრანის მსგავსი მემბრანით.
ციტოპლაზმა მრავალრიცხოვანი ცილოვანი ძაფებით არის დასერილი, რომლებიც "ჩონჩხის" ფუნქციას ასრულებს და უნარჩუნებს უჯრედს შედარებით მუდმივ ფორმას. ციტოპლაზმაში მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. იგი აერთიანებს ყველა ორგანოიდს, უზრუნველყოფს მათ ურთიერთქმედებას.