შინაარსზე გადასვლა

ცისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცისი
მშობლიური სახელი 慈禧太后
დაბადების სახელი იუ მანჰულა
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი 1835
გარდაცვალების თარიღი 15 ნოემბერი 1908 (72 წლის)
პეკინი
მეუღლე(ები) სიენ ფენი
შვილ(ებ)ი ტუნ ჩინი
მშობლები დედა: ტუნ ცია

ცისი (ჩინ.: 慈禧太后; დ. 29 ნოემბერი, 1835 — გ. 15 ნოემბერი, 1908, პეკინი) — ჩინეთის იმპერატორი ქალი.

მართალია, ცისი თავდაპირველად, უბრალო ხარჭა იყო, მაგრამ საბოლოოდ, ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ შემდგომ 50 წელიწადზე მეტხანს მართავდა ჩინეთს. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თავისი სილამაზით იმპერატორი სიენ ფენი მოხიბლა, შემდეგ კი მას ერთადერთი მემკვიდრე — ტუნ ჩინი გაუჩინა. როცა სიენ ფენი გარდაიცვალა, ტუნ ჩინი მხოლოდ 6 წლის იყო, ამიტომ ცისი რეგენტი გახდა. მან სასტიკად ჩაახშო ტაიპინის აჯანყება 1864 წელს და წიანის აჯანყება 1868 წელს.

ცისიმ მაშინაც არ დათმო ძალაუფლება, როცა ტუნ ჩიმ 1873 წელს სრულწლოვანებას მიაღწია. ორი წლის შემდეგ კი მოულოდნელად გარდაიცვალა, სავარაუდოდ — დედამიმსა მოაკვლევინა. ტახტის მემკვიდრეობითობის ყველა კანონის დარღვევით, ცისი ჰსიმ ტუნ ჩის 3 წლის ბიძაშვილი — კუან სიუ გაამეფა, თავად კი კვლავ რეგენტად დარჩა. მისი სრული ტიტული იყო — „კეთილშობილი, სამართლიანი დედა, ჭეშმარიტი, ღვთივკურთხეული, მდიდარი, მზრუნველი, კაშკაშა, ნათელი, მშვიდი, გაწონასწორებული, სრულყოფილი, დღეგრძელი, პატივსაცემი, ღისეული, სათაყვანებელი, სახელოვანი, ამაღლებული ქვრივი იმპერატრიცა“ — მაგრამ ე.წ. „აკრძალულ ქალაქში“ მას „ბებერ ბუდას“ უწოდებდნენ.

1889 წელს კუან სიუს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ცისი გადაბარგდა საზაფხულო სასახლეში, რომელიც ფლოტის განახლებისთვის განკუთვნილი სახსრებით აიშენა. მაგრამ როცა კუან სიმ რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყო, ცისიმ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, იმპერატორი მისივე სასახლეში გამოკეტა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობა საკუთარ ხელში აიღო.

1900 წელს ხელი შეწყო ბოქსერთა (ნაციონალისტური მოძრაობა) ამბოხებას, რომელიც ჩინეთიდან ყველა უცხოელის გაძევებას ისახავდა მიზნად. როცა ევროპულმა ჯარებმა ეს მოძრაობა სასტიკად დაამარცხეს, ცისი ჰსი პეკინში გაიქცა, 1902 წელს კი იჩულებული გახდა, დამამცირებელი სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. ცისის გარდაცვალების წინა დღეს, 1908 წლის 15 ნოემბერს მისი დავალებით, კუან სიუ მოკლეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ნ. ქოთორნი. ტირანები, თბილისი, „კლიო“, 2011
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცისი&oldid=4253120“-დან