ჩვეულებრივი ციმორი (ლათ.Gobio gobio) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძეა 12–15 სმ (აღწევს 22 სმ-მდე), მასა 80 გ. ზურგი მომწვანო-მურაა, გვერდები ვერცხლისფერი, გასდევს მომწვანო ან მოშავო ლაქები, მუცელი ვერცხლისფერი, ოდნავ მოყვითალოა. ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში. გვხვდება მდინარეებში. წარმოქმნის დიდ გუნდებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2-4 წლისა. ტოფობს აპრილ-ივნისში პორციებად; ქვირითს ფსკერზე ყრის. იკვებება ფსკერის წვრილი უხერხემლოებით, სხვა თევზების ქვირითით (გაზაფხულზე). წარმოადგენს მრავალი მტაცებელი სარეწაო თევზის საკვებს. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის ობიექტია. არალის ზღვის აუზის მდინარეებში, ისიქ-ქოლის ტბაში, ციმბირის მდინარეებში (ობიდანენისეიმდე), ამურის აუზსა და პრიმორიეს მხარეში წარმოქმნის რიგ ქვესახეობებს.