შინაარსზე გადასვლა

ყილიჯი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქული ყილიჯი

ყილიჯი (თურქ. kılıç — „ხმალი“) — ცალხელიანი, ცალლესული ხმლის სახეობა, რომელიც გამოიყენებოდა თურქების და მათთან კავშირში მყოფი ერების მიერ. ეს იარაღი განვითრდა თურქულ-მონღულური ხმლებიდან, რომლებიც გავრცელებული იყო თურქული ხალხების მიერ დაპყრობილ თუ მათი გავლენის ქვეშ მყოფ თითქმის ყველა ტერიტორიაზე.

თურქული ზმნის ფუძე „kir-“ ნიშნავს „მოკვლას“ ხოლო „-inç“ სუფიქსთან ერთად ქმნის სიტყვას „kır-ınç“ (მოკვლის ინსტრუმენტი), რომელიც შემდგომ „kılıç“–ად გადაიქცა და ქართულ ენაში „ყილიჯის“ სახელით შემოვიდა.[1]

  1. სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონა ქართული“